• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

თუ გიფიქრიათ ამაზე?

არ ვიცი სხვა მაგრამ მე პირადათ ხშირად ეს აზრი მაწუხებს და რომ შევყვები მაგარი მგრუზავს და მთელი დღე მერე უაზროდ დავდივარ...
რისთვის ვცოცხლობთ, რისთვის გვიხარია ეს ყველაფერი, რა არის ჩვენი სიცოცხლე?ვსუნთქავთ,ვსვამთ,ვჭამთ და მეტი არაფერი ყველამ ვიცით რომ მომაკვდავები ვართ და ამასაც ვეგუებით როდესაც მოვკვდებით რა გველის ამ კითXვებზე პასუხებს ვერ ვპოულობ ბევრჯერ მიფიქრია თუ მაინც მოვკვდები ოდესმე რა აზრი აქვს სიცოცხლის გაგრძელებასთქო თან როდესაც ვუყურებ ხელიდან ნელ ნელა საუკეთესო ადამიანები მეცლება ბევრჯერ რამე პატარა მიზეზეც მიფიქრია თავის მოკვლა მაგრამ თავს იმის გამო ვიკავებ რომ წინ ვიყურები და ვიცი რაც მოყვება ამ ამბავს მშობლების მხრიდან და არ მინდა ჩემს გამო სხვაც დაზარალდეს
9 წლის წინ 159 მონახულება
D.boy D.boy
3
საინტერესოა
Follow
პასუხი
10 პასუხი
  • movlenebis dachqareba ara sachiro adre tu gvian yvela daibrideba. an bediscera an egetebi. amitom shentviton nu moiscrafeb sicocxles. ertxel movdivart qveyanaze da maximalurad unda vixalisod da kargi kvali davtovot am qvyeanaze. P.s ufro grmad rom agixsnas es yvelaferi tqven psigologis daxmareba dagchirdebat, me magdens ver vqachav magram chemi gagebit asea. Ise dzalian kargi da shinaarsiani kitxva gqonda batono "D.BOY"
    0
    0
  • ადამიანთა უმეტესობას ასე ემართება,მეც ხშირად მიფიქრია ამაზე,ყველაფერი რაღაც უმნიშვნელო ხდება,როცა ვხვდები ,რომ დღეს თუ ხვალ მოვკვდები და ჩემგან აღარაფერი დარჩება,ყველაფერი არარაობად გეჩვენაბა,ასე ვცხოვრობთ ადამიანები,ვსწავლობთ,ვმუშაობთ მხოლოდ იმიტომ რომ სიკვდილზე არ ვიფიქროთ. მე მივხვდი, რომ არ ღირს მთელი ცხოვრება ამაზე ფიქრი, შეხედე სამყაროს რა მშვენიერია ,ეცადე ყველაფერს კარგი მხარე მოუძებნო,იცხოვრე სიცოხლის სიყვარულით და არა სიკვდილის შიშით....
    0
    0
  • მეც ბევრჯერ მიფიქრია მაგ თემაზე,შიშსაც აუტანივარ ხოლმე, მგონია რომ ყველანი სტუმრები ვართ ამ ქვეყანაზე,ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებით ვირჩევთ გზას იმქვეყნიური ცხოვრებისთვის,ამიტომ ვიდრე ვართ ვიყოთ ღვთისნიერები და კეთილები.თავის მოკვლაზე არც იფიქრო სიცოცხლე ერთხელ გვაჩუქეს და ძალიან ძვირფასია ის..ჩემი რჩევა იქნებოდა გაესაუბრე მოძღვარს.
    0
    0
  • D.boy ვკითხულობდი შენს მოწერილს და დედას გეფიცები გული მეტკინა. იმაზე რო ფიქრობ, რისთვის ვართ ამ ქვეყანაზე და რაა ჩვენი რაობა სავსებით ნორმალურია, მაგრამ ის რომ თავის მოკვლაზე ფიქრი ხშირად გაგჩენია ნამდვილად არაა მისაღები. ამას რო ფიქრობ რატო გაჩნდი, რისთვის, რა უაზრობაა ეს ყველაფერი, იმაზე არ გიფიქრია რა ბედნიერებაა, რომ მილიონიდან სწორედ შენ აღმოჩნდი ის იღბლიანი, ვინც ჩაისახა დედის მუცელში. არ გიფიქრია რამხელა საჩუქარი გიბოძა ღმერთმა, რომ ამ სამყაროს სილამაზის შეცნობის საშუალება მოგცა. არ დაკვირვებიხარ რა ლამაზია ბუნება, რა დიდებით შემოსა უფალმა ყვავილები, რომელსაც დღეს თუ ხვალ ადამიანი ფეხქვეშ გათელავს. პრობლემები ყველასა აქვს და განსაცდელი ნებისმიერს ატყდება თავს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყოველი განსაცდელი უფლის გაკვეთილია. ყოველი უსიამოვნებით შენი სული დღითიდღე იწრთობა, როგორც რკინა ცეცხლში. უმიზეზოდ არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე და ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს, თავისი მისია აქვს შესასრულებელი. რახან მოევლინე ე.ი რაღაც გაკისრია და უნდა ეძიო რაა შენი მიზანი. სულის ცხონება აი რისკენ უნდა მიისწრაფვოდე. სიკეთე და მოყვასის სიყვარული. ეგვიპტურ მითოლოგიის მიხედვით საიქიოს კარიბჭესთან მცველი დგას, რომელიც ორადორ კითხვას გისვამს და მაგით გადაწყვეტს სამოთხე თუ ჯოჯოხეთი.პირველი კითხვაა მოუნიჭებიათ შენთვის სიხარული? რათქმაუნდა ყველა დიახს იტყვის და მეორე შენ თუ მიგინიჭებია სიხარული სხვისთვის შენი არსებობით??? იმედია მიხვდი რასაც ვგულისხმობ. ამათ უყურე და არასდროს იფიქრო უარი თქვა ყველაზე დიდ საჩუქარზე ს ი ც ო ც ხ ლ ე ზ ე. გულით გისურვებ წარმატებებს. http://www.youtube.com/watch?v=AEd0vkP8Tpo http://my-hit.ru/film/1692 http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=NTQNP
    0
    0
  • ასეთი აზრები ამ ბოლო დროს მეც მომდის ხოლმე :( ყველაფერი ცუდია გარშემო, რაც ვიზრდებით პრობლემები გვემატება, ადრე არაფრად რომ არ გვითვლიდნენ ეხლა დიდი დანაშაულია :( და ძნელია ამას შეეგუო... გთხოვენ იყო ძლიერი რაც შენში არაა,მაგრამ არც სუსტი ხარ... როცა პრობლემებს ვერ ეგუები, ხდები აგრესიული და შინაგანად თუ გარეგნულად გემჩნევა ეს. ადამიანები არ იცვლებიანო ტყულია !!! მეც ხშირად მიფიქრია თავის მოკვლაზე, კი ნამდვილად ხშირად! მაგრამ , იცი მერე მეც მშობლებზე და მეგობრებზე ფიქრს გადავურჩენივარ :) ყველას ხალისიანი და მხიარული ადამიანი ვგონივარ მაგრამ, ეს მხოლოდ გარეგნულადაა :( და ამიტომ ვერავინ ვერ მიგებს :( სამწუხაროდ:( მადლობ D.boy :) გაიხარე :*
    0
    0
  • მეც მელაკუდასნაირად ვფიქრობ მაგ თემაზე ძალიან კარგად ჩამოაყალიბა თავისი აზრი და ჩემ აზრს დაემთხვა ძალიან ამ ცხოვრებას ვერაფერს გაუგებ , და სიცოცოხლის სიკვდილით დასრულება უაზრობაა ბევრი რამ არის ამქვეყნად ისეთი რისთვისაც სიცოცოხლე ღირს
    0
    0
  • სიცოცხლე სიკვდილისთვის, ანუ მარადისობისკენ მიმავალი გზაა. ეს ცხოვრება სავსეა ცოდვა-ბრალით, ბოროტებით საცდურით, შენი, როგორც ადამიანის (დაბადებიდან ცოდვილის) მისიაა, უფლის მიერ დატოვებული მცნებებით იხელმღვანელო, სული გადაირჩინო და გარდაცვალების (და არა სიკვდილის!) შემდეგ პირველსახეს (ანუ ცოდვამდელ ადამსა და ევას) მიემსგავსო, შენს თავდაპირველ საცხოვრებელს სამოთხეს დაუბრუნდე და თუ ეს ვერ შეძელი თუ საცდურმა გონება აგირია, მაშინ ჯოჯოხეთში მოიმკი დათესილი უზნეობის ნაყოფს
    0
    0
  • მე რომ ვუფიქრდები სტატისტიკურად რა მელის, ნერვები მეშლება... უნდა გაიცნო ვიღაც გოგო, მერე შეგიყვარდეს, მერე დაქორწინდე, მერე ოჯახი შექმნა, მერე ან იშოვი ნორმალურ სამსახურს, ან არა, მერე ყოველდღე ერთფეროვანი საქმე უნდა აკეთო... დილით გახვალ საღამოს მოხვალ და ეს სამყაროს სიმშვენიერე ნელ-ნელა შემოგეკიდება... ასეთი ცხოვრება არ მინდა და ერთი ორჯერ მეც გამიელვა თვითმკვლელობის აზრმა... განა მომინდა, უბრალოდ როგორი იქნებოდა სამყარო ჩემს გარეშე მაგაზე ვფიქრობდი... ხოდა დავასკვენი რომ არაფერი არ ღირს დედაჩემის მარადიულ ცრემლად... მარადიული იმიტომ რომ დედაა... მეგობარს, ძმაკაცს, დაქალს, შეყვარებულს მიავიწყდები და გაგიხსენებენ ათასში ერთხელ... დედას კი სულ ემახსოვრები და ყველაზე დიდი ტკივილს მიაყენებ სუიციდით... არაფერს არ წყვიტავს თვითმკვლელობა... მხოლოდ ახალ და ყველაზე დიდი პრობელმას ქმნის... სულის სატანჯველს... რამე სტიმული ნახე და ის დაგეხმარება... რამე და არა ვინმე... იმიტომ რომ ვინმე წარმავალია, რამესთან შედარებით... წარმატებები ყველას ;)
    0
    0
  • ცხოვრება სიკვდილისთვის რიგია სულელია ის, ვინც ურიგოდ გაძრომას ცდილობს. მეც ხშირად მიფიქრია მაგაზე , მაგრამ შემდეგ ვხვდები რა ბედნიერი ვარ, რომ ვარსებობ ჩემს საყვარელ ადამიანებს ვუყურებ და ვტკბები ამ ყველაფრით,ნუღარ იფიქრებ მასე ცხოვრებას ცოტა სხვა თვალით შეხედე რა
    0
    0
  • იცოცხლე იმისთვის რომ გიყვარდეს ცხოვრება! და დროს ნუ გაუსწრებ :)
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top შეკითხვები
Top მომხმარებლები
40 ქულა
7 ქულა
7 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა