მეც შემიფასეთ ლექსი აბაა!

მეც შემიფასეთ ლექსი აბაა!

კითხვა N968302 0 პასუხი ცის კიდეს მთვარის შუქი აპობდა ელავდა ცაზე თეთრი ნისლებით, სადღაც შორს ხეებს ზეცა ათოვდა გაბრაზებული მძლავრი ფიქრებით. ბუნება თითქოს ტანჯვას ელოდა და თავდახრილი იყო გოდებით, ქარსაც კი ძალა გამოლეოდა ამ წუთისოფლის ამაოებით. თითქოს ელოდნენ ბოლო არჩევანს რადგან დრო იყო ჟამთა წუხილის, დაბლა დაეცა მოკვდავი ზეცა და ხმა გაისმა ჭექა ქუხილის. მეხი გავარდა ცით მონაბერი ხმაური მისი ქვესკნელსაც ჩასწვდა, და მისი ფერი თითქოს ეული მთელ დედამიწას კვალდაკვალ გასწვდა. საფლავის ქვასთან მჯდომარე ქალი კვლავ ქვითინებდა დაკარგულ ვაჟკაცს, მისი ცხოვრება იქვე დამთავრდა რადგან მას სახლში არავინ არ ჰყავს. ის ბიჭი იყო ქალის იმედი რომელიც ერთ დღეს უეცრად გაქრა, და მისი არსი ამ ცხოვრებაში როგორც სანთელი ისევე ჩაქრა. ერთ დრო ძლიერი ამაყი სახის კრეფდა ტყე ღრეში ლამაზ ყვავილებს, ახლა კი ქვასთან მჯდომარე ქალი თითქოს ებრძოდა შვილის აჩრდილებს. ქარის ზუზუნი ანგრევდა ხეებს და თვით ბუნებაც თითქოს ბღაოდა, აქ ამ ადგილას დიდი ხანია არც ერთი ვარდი აღარ ჰყვაოდა. თავი დახარა მოკვდავმა ქალმა და მისმა გულმა შეწყვიტა ფეთქვა, თავი დახარა თოვლის ფანტელმაც თითქოს უნდოდა ბოდიში ეთქვა. ყველაფერშია ის დამნაშავე რომ არა მისი უღმერთო თოვა, გაზაფხული და კარგი ამინდი მომავალ წელსაც უთუოდ მოვა!