Ruxiaa მოდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Ruxiaa მოდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

კითხვა N996770 3 პასუხი გაუმარჯოს.. შენზე 10 წლით უფროსი ვარ და გაგიზიარებ ჩემ ალგორითმს თუ როგორ უნდა მოიქცე ახლა და ვაფშე საერთოდ ცხოვრებაში იმისთვის რომ შეცდომა არ დაუშვა და არ აცდე ყველაფერს რაც შენთვის მნიშვნელოვანია. მე მესმის შენი მეც მყოლია ამ ასაკში შეყვარებული სიგიჟემდე მიყვარდა ისე მიყვარდა რო ხელებში ულევ ენერგიას ვგრძნობდი თითქოს არაზეციური ძალა მქონდა ხელებში მიწაზე ფეხს არ ვადგამდი დავფრინავდი პირდაპირ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ თავისი მიზეზით დამშორდა 2 წელი მიყვარდა მაგის მერე რაც დამშორდა კიდე და სრულიად ტყუილად ჩემი თავიც ამოვიჭამე და რამოდენიმე ნაბიჯით დავიწიე ცხოვრებაში ის კი ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდა. მარტივად რომ ვთქვათ მას ვეკიდე მე კი მიყვარდა სიცოცხლეზე მეტად ესეთი შემთხვევა მქონდა ბევრჯერ თითქოს ყველა ერთნაირი იყო ანუ სულ ესე ხდება ჩემ ცხოვრებაში მაგრამ ახლა მაქვს უნიკალური ალგორითმი რომლის საშუალებითაც არ ვიტანჯები და არ ვიკლავ თავს ისე როგორც ადრე. მარტივი ალგორითმების ნაკრები ჩემგან სრულიად უფასოდ რომელსაც ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთსახლში :D ვიცი ამათი მოსმენა ძნელია მარა დამიჯერე გამოგადგება ან ოდესღაც შენც მიხვდები ამას 1 დაიკიდე ეგეთი ადამიანი. ადამიანს რომელსაც დღეს უყვარხარ ხვალ არა ნახევარ საათში უყვარხარ ორ საათში არა და აშშ ანუ თამაშობს შენი გრძნობებით არაა შენი ღირსი ანუ ასე ვთქვათ არასერიოზულად გიყურებს. შეიძლება ადამიანზე გაბრაზებული იყო და მომენტში იგრძნო რო მაგრად გეზიზღება ლანძღო მარა მეორე წამს ისევ გიყვარდეს ეს დაშვებულია და ხანდახან გამართლებულიც კია რადგან სიყვარული რაღაცნაირი გრძნობაა თავს გაკარგვინებს და ვერაფერს გაუგებ. მაგრამ ის რაც შენ დაწერე არაა ნორმალური ყველა შეყვარებული ჩხუბობს და რიგდება მაგრამ რაც შეეხება ყველაზე დიდ პრობლემას ტყუილს ამაზე ცოტა უნდა დაფიქრდე მან მოგატყუა. მას ყავს 4 შეყვარებული და დამატებით შენით ერთობდა თავისუფალ დროს ცოტა დაფიქრდი ეს ხომ საშინელებაა ადამიანი რომელიც სიგიჟემდე გიყვარს შენით ერთობა ეს არის სადიზმი ასეთი ადამიანი უსიტყვოდ უნდა მიატოვო. (ახლა ფიქრობ კი მაგრამ როგორ? მე ხო ის მიყვარს როგორ მივატოვებ , არა ეს შეუძებელია.) შეუძლებელი არაფერია!!!! უბრალოდ თავი მოუყარე იმ ადამიანის საქციელებს იმ ყველაფერს რაც გაგიკეთა გადაავლე თვალი გაბრაზდი გამწარდი და გულიდან ამოიგლიჯე მიაფურთხე თითქოს არც არსებობდა შენ მეტს იმსახურებ ეს არაა სიყვარული! სიყვარული არის ჰარმონიული ურთიერთობა სადაც ორივე მხარე ბედნიერი უნდა იყოს . ვიცი ძნელია ეს ყველაფერი და დროს მოითხოვს მარა რაც მალე იმოქმედებ მით მალე მოირჩენ გულის ტკივილს. უბრალოდ დაუსვი კითხვა გიყვარვარ??? ხოლო ამ კითხვაზე გაცამულმა პასუხმა უნდა დაგანახოს და გაგრძნობინოს ყველაფერი. ჩემი აზრით მაგ ადამიანს არ უყვარხარ, არსებობს ასეთი კატეგორია გოგოების რომლებიც ბიჭებით ერთობიან მეც გავბმულვარ მახეში და გამოცდილებიდან გეუბნები როცა მახეში გაებმევი ცოტა ძნელია თავის დახწევა თითქოს გზა არ ჩანს მომავალს ვერ ხედავ ყველაფერი მთავრდება მაგრამ არა მეგობარო! ყველაფერი არ მთავრდება ამით!!! 2 ცხოვრება გრძელდება 10000 გოგო გეყოლება ცხოვრებაში მეტი ბევრს ეყვარები ბევრს არა ესაა ცხოვრებაა 10000 მეგობარი 10000 ძმაკაცი გეყოლება მაგრამ ბოლოს არავინ გეყოლება გვერდით ამას შეიძლება ეხლა ვერ მიხვდე მარა აუცილებლად მიხვდები როცა დრო მოვა. მიაწექი შენ ცხოვრებას ისწავლე ბევრი დაიკიდე ყველა და ყველაფერი ისწავლე მაგის დედაც რო გამოხვიდე მაგარი ადამიანი და ბოლოს ყველას დასჭირდები ხოლო ბოლოს კი შენ გაიცინებ როგორ მოვლენ დაჩოქილები შენ ფეხების წინ და პატიებას გთხოვენ. ესააა ალგორითმი მეგობარო ისწავლე დაიკიდე ყველა და ყველაფერი იფიქრე შენ მომავალზე მეგორბობა სიყვარული ძმაკაცი აკაცი ჭიკის ძმაკაცები, 20 თეთრიანი ძმაკაცები ეს ყველაფერი ფარსია ფუჭია არაფერი არ არსებობს ყველაფერი მოჩვენებითია ამიტომ იყავი ძლიერი ნუ დაეცემი მუხლებზე ან თუ დაეცი მალევე ადექი შენ ამას შეძლებ. დედა უტირე ყველაფერს რაც გასუსტებს ,, რაც შეეხება მაგ გოგოს შეეშვი ის არაა შენი ღირსი ის სხვას ყოველთვის გამოძებნის და შენ სულ ესეთი დატანჯული იქნები და გინდა ასე იყოოოოოოოოოოოოოო? ასერომ დაიკიდე მიაფურთხე კონცეტრაცია სხვა რამეზე გადაიტანე შეიზიზღე ეცადე მისი მესიჯები წაიკითხო იფიქრო იმაზე როგორ გატყუებს და ეს ჭრილობა შეგიხორცდება ხოლო ჭრილობის მაგივრად დაგრჩება "შრამი", შრამი გამოცდილებისა და სიძლიერისა რატო აკლავ სხვას თავს? ერთხელ ცოცხლობ დედამიწაზე დაიკიდე არაფერი მიიტანო გულთან შენ უკეთეს ადამიანს იმსახურებ აბა შენ იცი მეგობარო წარმატებები :) PS ეს საიტი რითი ვერ გაასწორეთ პასუხს ვერ ვამატებ პასუხის ქვეშ ფუ ბლინ, გააფარჩაკეს საიტი