• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ოთარაანთ ქვრივი . )?

ს მხატვრული სახის ანალიზი მინდა რა დახასიათება ანუ
5 წლის წინ 3127 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • როგორ არის წარმოჩენილი ნაწარმოებში ანუ ანუ ?
    0
    0
  • “ოცდაოთხი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთი წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ის დღე, ჩაიცვა ლურჯი შილის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი, ეს ოცი წელიწადია, მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელიცა ჰყავდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არ გათხოვდა და არა. – აი, უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ ქვრივსა, მინამ მამინაცვალს სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა”.ოთარაანთ ქვრივის, როგორც დედისა და აღმზრდელის, თავისებურებად უნდა ჩაითვალოს, რომ იგი თავის უსაზღვრო სიყვარულს შვილისადმი გარეგნულად არასოდეს ამჟღავნებს. არც სხვამ და არც თვით გიორგიმ არ იცის, რომ ქვრივი მზად არის მტლად დაედოს თავის პირმშოს. “შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო”, – იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდან მომავალს დაინახავდა. შვილისადმი უსაზღვრო თავდადება იგრძნობა ოთარაანთ ქვრივის მთელ ცხოვრებაში. მაგრამ განსაკუთრებული სიდიადით მაინც თხზულების უკანასკნელ ნაწილში, როდესაც ზამთრის თოვლიან ღამეში ავადმყოფი ოთარაანთ ქვრივი ლოგინიდან წამოდგება, მომვლელ დედაბერს გაეპარება, სოფელს ტანჯვითა და ვაი-ვაგლახით გაივლის, რათა განთიადისას თავისი სიცოცხლე შვილის საფლავზე დაამთავროს. სწორედ გიორგის დაბადების დღეს, ოცდახუთ დეკემბერს, სასაფლაოზე იპოვეს ოთარაანთ ქვრივი, რომელიც შვილის საფლავზე “გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქოს სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო”.
    0
    0
  • აუუ კითხვა ვერ გავიგეე:(( რომელი მხატვრული ხერხებია გამოყენებული ეგ გინდაა??
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
56 ქულა
41 ქულა
39 ქულა
25 ქულა
19 ქულა
17 ქულა
15 ქულა
14 ქულა
14 ქულა
13 ქულა