• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ბოტონების და წითელას სიმპტომები

ბატონების და წითელას სიმპტომები მითხარიითთთ .... (ოღონდ რორმალურად ამიხსენით (( )
6 წლის წინ 11235 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • წითელა წითელას იწვევს ვირუსი, რომელიც გარემოში ძალიან მალე იღუპება. ამიტომ ეს ინფექცია მხოლოდ ავადმყოფისგან გადაეცემა და მესამე პირით არ ვრცელდება, ვირუსი გამოიყოფა ცხვირის ცემინების, დახველების, ლაპარაკის დროს. რათა დაავადება გადაეცეს, საკმარისია ავადმყოფთან ხანმოკლე შეხვედრა, ზოგჯერ მეორე ოთახში ყოფნაც კი. ავადმყოფობა გადამდებია პირველ დღეებში და გამონაყარის გამოჩენიდან 5 დღის განმავლობაში. ავადდებიან უმთავრესად ბავშვები, იშვიათად 16-17 წლის მოზარდებიც. დაავადების ფარული პერიოდი საშუალოდ 10-11 დღეს უდრის, მერე იწყება ე.წ პროდრომული პერიოდი: ავადმყოფს უმატებს სიცხე, აქვს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ცუდად სძინავს, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანების გაღიზიანების გამო ეწყება ცხვირცემინება, ხველა, თვალები უწითლდება, ცრემლი სდის, სახე და ქუთუთოები შეშუპდება. თვალების ლორწოვანი გარსის ანთების გამო ერიდება სინათლეს. მე-2-3 დღეს გამოვლინდება მეტად დამახასიათებელი ნიშანი - ხახისა და პირის ღრუს ლორწოვანები შეწითლდება, შეშუპდება და ლოყის შეიგნითა ზედაპირზე ჩნდება წვრილი, ქაოტურად მიფრქვეული, წითელი არშიით, შემოვლებული თეთრი წერტილები (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები). მე-4 დღიდან იწყება დამახასიათებელი ლაქოვან-კვანძოვანი ღია წითელი ფერის სხვადასხვა ზომის გამონაყარი კანზე. ამ პერიოდში ტემპერატურა უფრო მაღალ ციფრებს აღწევს. გამონაყარი იწყება სახიდან, მერე ვრცელდება სხეულზე, შემდეგ კიდურებზე. გამონაყარი მთავრდება მე-6-7 დღეს. სიცხე თანდათან ნორმას უბრუნდება, გამონაყარიც ისეთივე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და დიდხანს რჩება კვალი ლაქების სახით. თუ გამონაყარი უხვი იყო აღინიშნება ქატოსებრი აქერცვლა. გამოჯანმრთელების პერიოდში ბავშვი ხანგრძლივი დროის მანძილზე დასუსტებულია და დაქვეითებული აქვს გამძლეობა ამა თუ იმ დაავადების მიმართ. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს წითელა ხელოვნური კვებით გაზრდილ, რაქიტით ან სხვა დაავადებით დაუძლურებულ, აგრეთვე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. წითელას ყველაზე მძიმე გართულებას (განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბაშვებში) წარმოადგენს ფილტვების ანთება, ხორხის ანთება (კრუპი) სტომატიტი, ყურის ანთება; სკოლის ასაკის ბავშვებში კი წითელა ტვინის ანთებით რთულდება. წითელას გართულებული შემთხვევის მკურნალობა საავადმყოფოში ხდება, მსუბუქი მიმდინარეობისას კი ავადმყოფი შეიძლება ბინაზე იქნეს დატოვებული.
    1
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
23 ქულა
11 ქულა
11 ქულა
10 ქულა
6 ქულა
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა