ლექსი წაგიკითხოთ!

ლექსი წაგიკითხოთ!

კითხვა N970905 0 პასუხი http://www.picz.ge/img/s1/1503/29/2/2ce02e1cfefc.jpg ნაწვიმარზე, ტყის მახლობლად, დიდი გუბე დაიბადა, ღორმაც მალე მიაგნო და შიგ ნებივრად გაიშხლართა. აამღვრია, აამტუტა, გადაბრუნდა, გადმობრუნდა, გაიზმორა, გაიხარა და ხმამაღლა აღრუტუნდა. აჭახჭახდნენ კაჭკაჭები გაავრცელეს ტყეში ჭორი და გუბესთან მოძუნძულდა დათვი, ამ ტყის დირექტორი. - რას გუნგრაობ და ღრუტუნებ, რად აქციე წუმპედ ტბორი? ამისათვის გაჯარიმებ, უნდა გაგცხო ჩემი ტორი. აჭყვიტინდა უცბად ღორი, გაბრაზებას აღარ ფარავს - რა ვქნა, დათვი ხომ არა ვარ, თაფლი ხომ არ მომიპარავს. კამათი რომ დაიძაბა, ჩაერია ბრძენი ვირი - თვითონ ადამიანებიც არ არიან ერთნაირი, ზოგის შვილი ბოკვერსა ჰგავს, ზოგი არის გოჭუნია, ზოგი ლეკვი, ზოგი - კნუტი, ხოლო ზოგი ჩოჩორია. დათვი თაფლს არ მოეშვება, არ მოიშლის წუმპეს ღორი, მთავარია უფლებებით ყველა იყოს თანასწორი. !!!