რა უნდა მოვუხერხო ასეთ "მეგობარს" ???

რა უნდა მოვუხერხო ასეთ "მეგობარს" ???

კითხვა N714874 0 პასუხი წაკიღხვა არ დაგეზაროთ, ისეთი ამბავია რომ დაიწყებთ ადვილად წაიკითხავთ :დ :) არ მინდა დასახელება ვისი, მაინც ან მისმა ვინმემ რომ გაიგოოს.. ერთერთი ცნობილი ადამიანის შვილია ჩემი კლასელი, რაც დედამისი ცნობილი ადამიანი გახდა ყველა ეტენება. არადა თვითონ ის გოგო: აფერისტი, შემტენი, ორპირი, იდიოტი, კრეტინი, საიდუმლოს შენახვა არ იცის, სულ უსამართლოდ ჭორავს ბავშვებს და ნუ რავიცი მოკლედ რაა %( პირველი კლასიდან ვდაქალობდით მარა მერე რაც გავიზარდე, ეს მეშვიდე-მერვე კლასი მივხვდი ასეთი საზიზღარი რმo იყო. რაც კი მე მისთვის საიდუმლო მითქვამს ყველაფერი სხვებს უთხრა. ცხოვრებაში ერთადერთხელ მომწონდა ერთი ბიჭი და ისიც აფსოლიტურად ყველას უთხრა იმ ბიჭის ჩათვლით. ახლა კი სკოლაში როგორც მოგეხსენებათ "VIP" მოსწავლეებმა რომ გაიგეს რომ .....-ს შვილი იყო "ჩაუდაქალდნენ". თან ეს გოგო მაგარი გატრიპაჩებულია. ამას გარდა iPad, iPhone, iPod touch, Mac და ასეთი ეფლის ნივთები აქვს. ამის გამო კი უკვე დანარჩენებიც ეტენებიან. აი ჩემთვის მაგალითად გინდც საკუთარი სასახლე ჰქონდეს ვინმეს და ასეთი იდიოტი იყოს არანაირად არ გამიჩნდებოდა სურვილი რომ მასთან მემეგობრა. მარტო ჩემმა კლასელებმა თუ იციან რომ ასეთი კრეტინი გოგოა. ახლა უბრალოდ თქვენ დეტალები არ იცით რეებიც გამიკეთა თორემ გამართლებას ვერ უპოვიდით. ფეისბუქში დაიმატა იმ VIP ხალხმა ეს გოგოც და ედაქალებიან და ეტენებიან უსაზღვროდ. ამასაც ეგღა უნდოდაა ? აუვარდა თავში, ადრე რომ მე მნიშნავდა მეგობრების სურათებზე ახლა იმ სხვა გოგოებს ნიშნავდა. დამირეკა ხვალ მაკდონალდში მოვდივართ წამოდიო. მერე დამირეკა ვეღარ მივდივართო. ფეისბუქში რომ შევედი დღეს კიდევ სურათები ედოთ.ამბობენ რომ უნდა დაიკიდო ვინც არ გიყვარს ის რას იფიქრებს შენზეო მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე მე ასე ვერ/არ ვფიქრობ. მომკალით და რაღაცით მაინც მიყვარს და შემტკივა მასზე გული ასე რომ მექცევა და ასეთი რომაა. ბოლო-ბოლო ბავშვობის მეგობრები ვიყავით და მერე შევედით ერთად სკoოლაში... ასეთი დიდხნიანი მეგობრობის შემდეგ კიდევ დედამისის ცნობილ ადამიანად გახდომამ, აიპედის და სხვა მსგავსი ნივთების ქონამ,და ხალხის რომელიც მასთან მეგობრობისათვის ყველაფერს აკეთებდა გაატრიპაჩა, გაანაგლე და გააბოროტა...წინა კვირას ერთი ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს უთხრა აი ამ გოგოს(ჩემზე მიუთითა) ირაკლი უყვარსო. ახლა ეს გოგო მომვარდა სკანდალები ჰაი ჰუი და მოკლედ მიხვდებოდიც რეებიც ატყდა :D :X მადლობა ღმერთს ბავშვებმა რომ გაიგეს ირაკლის შეყვარებულს ეს ამბავი ...-მ უთხრაო ჩემს -სიწმინდეში :D - დარწმუნდნენ. რას მირჩევთ როგორ "მოვექცე"? ახლა ნაჩხუბრები ვართ ამ ამბების შემდეგ, მაგრამ სკოლა რომ დაიწყება ძალაუნებურად მასთან ასეთ შორიშორ ურთიერთობაში ვეღარ ვიქნები თან გვერდიგვერდ ვსხედვართ :@ დa რჩევა მაინტერესებს თქვენგან თქვენ რას იზამდით?