კითხვა N9591295 პასუხისაერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა, გრიგოლ ხანძთელის მიხედვით.
გიორგი მერჩულეს ნაწარმოებში, „გრიგოლ ხანძთელი“, ჩანს, რომ სასულიერო ხელისუფლება არა თუ ტოლ, არამედ უფრო მაღალ ადგილზეც კი დგას ვიდრე საერო, მიუხედავად იმისა რომ საერო და სასულიერო პირები ერთმანეთის საქმეებში არ ერეოდნენ, აქ სასულიერო პირებს უფრო მეტი უფლებები აქვთ. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ გრიგოლ ხანძთელი თამამად ერევა აშოტ კურაპალატის როგორც სახელმწიფო, ასევე პირად საქმეებშიც. გრიგოლის გარეშე არაფერი არ წყდებოდა და ამას ისიც მოწმობს რომ თავად აშოტიც ყოველთვის ითვალისწინებდა გრიგოლის რჩევებს. გრიგოლს კარგად ჰქონდა შეგნებული ის მისია, განგებამ რომ დააკისრა ერის წინაშე, ამიტომაც ყოველგვარ ღონეს ხმარობდა, რათა უზრუნველყო ქრისტიანული ეკლესიის საიმედო მომავალი. ამ მიზნით იგი თვით საეკლესიო წესდების დარღვევასაც არ ერიდებოდა, მონასტერში ზრდიდა მცირეწლოვან არსენსა და ეფრემს, თავის იდეებს უქადაგებდა მათ და ამით საიმედო ცვლას უზრდიდა ქართულ ეკლესიას, რომლის მომავალზე ზრუნვა ზოგჯერ აიძულებდა მიკერძოებაც კი გამოეჩინა. ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე განსაკუთრებით გამოვლინდა გრიგოლის უდეიდესი ავტორიტეტი, უნარი დაიმორჩილოს ყველა, ზეგავლენა მოახდინოს ისეთ ფეოდალზეც კი, როგორიცაა გუარამ მამფალი. დიდ საეკლესიო მშენებლობაში ხანძთელი მყარად ეყრდნობოდა საერო ფეოდალთა დახმარებას. იგი კეთილ ურთიერთობას ამყარებდა სახელმწიფოს მესვეურებთან, რომ უხვი მატერიალური დახმარება მიეღო მათგან. იგი ყოველთვის ცდილობდა, ხელი შეეწყო მეფის ავტორიტეტის ამღლებას. გრიგოლი აშოტ კურაპალატს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად აღიარებს და ლოცავს. პრინციპულია ხანძთელის დამოკიდებულება ხელისუფალთა მიმართ, თუნდაც იგი ხელმწიფე იყოს. როცა ირღვევა ზნეობა გრიგოლი ამას ვერ შეეგუება. რადგან იცის, რომ ეს დამღუპველი გახდება ქვეყნისთვის. ანუ ამ ნაწარმოების მიხედვით, სახელმწიფოში წამყვანი უნდა იყოს ეკლესია, რომლის საქმეებში საერო ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს, ეკლესიის მსახურნი კი უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიღონ საერო საქმეებში. გრიგოლ ხანძთელის აზრით, მეფე უნდა იყოს ეკლესიის და ქრისტიანობის დამცველი, სამხედრო საქმის მცოდნე, კარგი მეომარი, ეკლესიის მსახურთ კი ევალებათ მხარში ამოუდგნენ ძლიერსა და ქრისტიანობისთვის მებრძოლ მეფეს. ნაწარმოებში ისეთი იდეაა გატარებული, რომ მეფეები, მთავრები დიდ დახმარებას უწევდნენ ეკლესია - მონასტრებს. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესია - მონასტრების წარმომადგენლებიც ადიდებენ მათ.
თავად ავტორის, გიორგი მერჩულეს აზრით, ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს - თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალითად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, როგორც ზემოთ ვახსენეთ. გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა ქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, „გრიგოლ ხანძთელი“ - ს მიხედვით, საერო და სასულიერო პირები ერთიმეორის საქმეებში დიდად არ ერეოდნენ მაგრამ სასულიერო პირებს მეტი გავლენა ჰქონდათ საერო პირებზე. ამას მოწმობს ის რომ, როგორც უკვე ვთქვით, გრიგოლ ხანძთელი ქვეყნის მმართველისთვის მეტად ყურადსაღები პირი იყო და აშოტი მის რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებდა.