ღრუზინი მშობლები გყავთ?

ღრუზინი მშობლები გყავთ?

კითხვა N998679 2 პასუხი ბედნიერი უნდა იყოთ თუ არ გყავთ ღრუზინი, თავის სამშობლოზე ჩაციკლული, ,,ჩვენ რო ერი ვართ იმნაირი მეორე რომელია'', ''როგორ გაბედე უცხოური მუსიკის მოწონება'', ''ქართველი ქმარი რო არ გყავდეს სახლში არ მოხვიდე'', ''საერთოდ როგორ გაიფიქრე ტატუს გაკეთება, სიგარეტით ამოგწვავ'' და ა.შ. მშობლები. 20 წლის ვარ და პატარაობიდანვე, რაც აზრის გამოტანა, მოსმენა, ჩემი აზრის გამოხატვა ვიცი სულ ეს წინადადებები მესმის და სიმართლე გითხრათ ფსიქიკაზე მოქმედებს. აქამდე მეშინოდა და განსხვავებულ აზრს არ გამოვხატავდი, უბრალოდ ვუსმენდი ხოლმე, ახლა კიდევ რამდენიმე წელია პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, რადგან ეს ყველაფერი ზღვარს გადადის. ვარ ბისექსუალი (იმედია თქვენ მაინც არ გამკიცხავთ), მომწონს განსხვავებული გარეგნობის ბიჭები, პლუს პირსინგი ძალიან მომწონს ბიჭზე (რომელიც ალბათ მამაჩემს რომ ვაჩვენო ან მე გამიგდებს ან იმას). ამაზე რა ამბავს სტეხენ და წარმოიდგინეთ ორიენტაცია, რომ გავამხილო რა მოხდება, მამაჩემი მეტყვის, რომ მისი შვილი აღარ ვარ და გამაგდებს ან უარეს შემთხვევაში ოთახში ჩამკეტავს და ასე ეცდება ჩემს 'გამოსწორებას'. Tell me what to do