• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ბ ჰეპატიტი რას იწვევს?

ბ ჰეპატიტი რას იწვევს?
6 წლის წინ 702 მონახულება
GuGaa GuGaa
8
საინტერესოა
Follow
პასუხი
7 პასუხი
  • ღვიძლის დაშლასს :( და ღვიძლის დაშლა რას იწვევს?-ადამიანის სიკვდილს http://answers.ge/question/119248 გთხოვ ეს გულდასმით წაიკითხე
    0
    0
  • http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_content&task=view&id=1374 ბოტკინი არის A ჰეპატიტი
    0
    0
  • ბოტკინს და ღვიძლის დაშლას
    0
    0
  • ღვიძლზე პრობლემები
    0
    0
  • B და C ჰეპატიტები ბავშვებში 17.04.10 - რას გვეტყვით შეძენილ B ჰეპატიტზე? - თუ ბავშვი მშობიარობისას დაინფიცირდა, დაავადების პირველი ნიშნები სიცოცხლის მე-2-3 თვეს გამოვლინდება. ერთ წლამდე B ჰეპატიტს განსაკუთრებით ავთვისებიანი მიმიდნარეობა ახასიათებს, რაც 2-3 წლის ბავშვებში შედარებით იშვიათია. დაავადებას აქვს მოკლე (1,5-3-თვიანი) საინკუბაციო პერიოდი და მწვავე დასაწყისი. შესაძლოა, იმთავითვე აღინიშნებოდეს მაღალი ტემპერატურა, რომელიც ტერმინალურ (სიკვდილისწინა) სტადიაში მყარი ჰიპერთერმიის ხასიათს იღებს და სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება. დაავადების პირველი ნიშნებია უმადობა, აპათია, ძილად მივარდნა, რომელიც რამდენიმე საათში, მაქსიმუმ 1-1,5 დღეში შეტევითი ხასიათის მოუსვენრობით იცვლება. ბავშვი თითქოსდა უმიზეზოდ ტირის, წამოიკივლებს; ინტენსიური სიყვითლის ფონზე წამოკივლება ძლიერ ფსიქომოტორულ აგზნებაში გადადის. იწყება გონების დაბინდვა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია), ბოდვები, კრუნჩხვები. ავადმყოფს პირიდან ამოსდის დამახასიათებელი - უმი ღვიძლის - სუნი. იგი განსაკუთრებით შეიგრძნობა სუნთქვის დროს. ასეთივე სუნი აქვს შარდსაც. B ჰეპატიტის ავთვისებიანი ფორმა ლეტალურად სრულდება. ბავშვებში ვირუსული B ჰეპატიტი უმეტესად ინფიცირებული სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმის შემდეგ აღირიცხება. თუ დაავადებამ ქრონიკული სახე მიიღო, მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებები, როგორიც ციროზი და ჰეპატოცელულური კარცინომაა. ბავშვებსა და მოზარდებში ციროზი ასიდან დაახლოებით 5-15 შემთხვევაში ვითარდება. შეძენილი B ჰეპატიტი ასიდან 85 შემთხვევაში მწვავედ მიმდინარეობს. ინტოქსიკაციის მოვლენები, სიყვითლე უმეტესად მე-3-4 კვირას ქრება, ხოლო მე-6-8 კვირას ღვიძლის საზღვრები ნორმას უბრუნდება. ცალკეულ შემთხვევებში ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა დაავადების მე-3-4 კვირას ნორმალიზდება. გახანგრძლივებული მიმდინარეობა აღენიშნება ავადმყოფთა 10%-ს და 5-8 თვე გრძელდება. ქრონიკული B ჰეპატიტის სიხშირე 3-5%-ია. ის ხშირად უსიყვითლო და სუბკლინიკური მიმდინარეობისას ყალიბდება და 6 თვეზე მეტხანს გრძელდება. წლამდე B ჰეპატიტი მწვავედ, ტემპერატურის 38-40 გრადუსამდე მომატებით იწყება. პროდრომული პერიოდი ხანმოკლე, 3-5-დღიანია. ბავშვი უძლურდება, ძილად მივარდება, არაფერს ჭამს, ხშირია ღებინება, წამოქაფება, ფაღარათი, შარდის გამუქება (ეს უკანასკნელი ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება). შეიმჩნევა დაავადების სიმძიმისა და სიყვითლის შეუსაბამობა. ბილირუბინის დონე მოზრდილებთან შედარებით ნაკლებია, ჰეპატოსპლენომეგალია კი მეტად არის გამოხატული. ხშირია (განსაკუთრებით - დღენაკლულებში) ჰემორაგიული სინდრომი. - როგორია მკურნალობის ტაქტიკა? - ბავშვთა ასაკში B ჰეპატიტის მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში, ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. პათოგენეზურ და სიმპტომურ თერაპიასთან ერთად მოწოდებულია ანტივირუსული (ინტერფერონის) პრეპარატებით მკურნალობა, თუმცა ბავშვთა ასაკში ის ფართოდ არ გამოიყენება - საამისოდ პაციენტი რიგ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. - როგორ ვებრძოლოთ B ვირუსულ ჰეპატიტს? - დაავადებასთან ბრძოლა ითვალისწინებს ინფექციის წყაროს გამოვლენას, გადაცემის გზების კონტროლს, ორსულთა მონიტორინგს, ვაქცინაციას. ავადმყოფისა და B-ვირუსმატარებლის ოჯახის წევრები უნდა სარგებლობდნენ პირადი ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მაკრატელი, ქლიბი, სავარცხელი, პირსახოცი, თეთრეული და სხვა). დღესდღეობით არსებული ვაქცინები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი შვილები ამ საშიში დაავადებისგან დავიცვათ. არსებობს ვაქცინაციის რამდენიმე სქემა, რომლებსაც ექიმი ინდივიდუალურად, ვითარებისამებრ იყენებს, თუმცა საქართველოში ვაქცინაცია უმეტესად სამშობიარო სახლშივე იწყება. თუ დედა B ვირუსით არის დასნებოვნებული, ვაქცინა ახალშობილის სიცოცხლის პირველ 24 საათში კეთდება იმუნოგლობულინთან (HBIg) ერთად. აცრა პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეთ რისკჯგუფში შემავალ პირებს: მედპერსონალს, ინტრავენურ ნარკომანებს, ჰომოსექსუალებს, ინფიცირებული მშობლების შვილებს. B ჰეპატიტის ვირუსით შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში რეკომენდებულია ჩატარდეს იმუნოპროფილაქტიკა სპეციალური იმუნოგლობულინით (HBIg) და ვაქცინით. - რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ? - C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1-3 მილიონი კაცი ინფიცირდება. ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვთა გამოკვლევისას C ვირუსის ხვედრითი წილი A და B ვირუსებისაზე დაბალია - 0,7-1%. არსებობს ც ვირუსის მინიმუმ 6 და მრავალი სუბტინი, რომელთაც ინტერფერონთერაპიისადმი სხვადასხვა მგრძნობელობა აქვთ. ქრონიკული C ჰეპატიტი ინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება. ამასთანავე, მოზრდილებს შორის ასიდან 8-24 შემთხვევაში საქმე ციროზამდე მიდის, ხოლო 0,7-1,3 შემთხვევაში - ჰეპატოცელულურ კარცინომამდე. ბავშვებში ციროზის განვითარების ალბათობა ქრონიკული ც ჰეპატიტის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 1-დან 8%-მდე მერყეობს. B-სგან განსხვავებით, C ვირუსი დედისგან ნაყოფს ასიდან 1-6 შემთხვევაში გადაედება. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ასევე საკეისრო კვეთის დროსაც. C ვირუსი ისევე გადაედება, როგორც B ვირუსი, თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით იოლად ვრცელდება. ერთ-ერთია გადაცემის ვერტიკალური გზა. ინფიცირებული ახალშობილი უმეტესად - ათიდან 8-9 შემთხვევაში - ვირუსის ქრონიკული მატარებელი ხდება, რასაც ასაკთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემების მთელი წყება მოჰყვება. - შესაძლებელია თუ არა დედის რძის მეშვეობით ბავშვის ინფიცირება? - შესაძლებელია. გააჩნია ვირუსის რაოდენობას, ბავშვის იმუნური სისტემის მდგომარეობას, ძუძუსთავზე და ბავშვის პირის ღრუში ტრავმებისა და მიკროტრავმების არსებობას... - ბავშვებსაც იმავე ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ, რომლითაც მოზრდილებს? - სამწუხაროდ, პედიატრებს ანტივირუსული პრეპარატების მწირი არჩევანი აქვთ - ბავშვთა ასაკში მრავალი მათგანის გამოყენება გართულებებს იწვევს, ამიტომ ექიმმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ანტივირუსული მკურნალობის საკითხი. C ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, რაც ვირუსის ხშირი ანტიგენური ცვალებადობის ბრალია, ამიტომ პროფილაქტიკა ზოგადი ღონისძიებებით შემოიფარგლება. ეს ის ღონისძიებებია, რომლებსაც სხვა პარენტერული (B ჰეპატიტი) ჰეპატიტების დროსაც მიმართავენ.
    0
    0
  • სიკვდილს
    0
    0
  • თუ მოუვლი არც არაფერს ცოცხლობს ბ გეპატიტით ადამიანებიი
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
66 ქულა
42 ქულა
42 ქულა
25 ქულა
21 ქულა
20 ქულა
16 ქულა
15 ქულა
14 ქულა
13 ქულა