კითხვა N3129950 პასუხილამაზი დღეა,თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში ჩამოვჯდები,ხალხიც ბევრია.
დღეს მე ვკისრულობ დავიძახებ და ბირჟას დავშლი,
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი,
ვერვინ მიხვდება,მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის.
ზოგს დარდის ბრალი ეგონება,ზოგს შეშლილობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს,მოვითხოვ სიტყვას:
იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას,
ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ,ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი.
მათი მზერიდან ვხვდები:ნაღდად ვგონივარ მთვრალი,
მე კი ვაგრძელებ:ზუსტად,ერთი წლის წინათ ამავე დღეს,
მოვხვიე ხელი,დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?!
რასაც ინატრებ იმას გაჩუქებ,არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით,ჩამჩურჩულა: მაჩუქე გული.
მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ვინც ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ქვია,ამავე დროს ჩემი არ არის,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის,
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არვინ არ არის.
ცოტახნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს ოცდაერთ ცალს,ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში,ნელ-ნელა ავალ,
და მივადგები აღმართის ბოლოს ღობეს ჟანგიანს.
კარებს გავაღებ, თვალს მოვავლებ,სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები,ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ,ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან.
ხომ არ გგონია დამავიწყდი ჩემო სიცოცხლევ?!
ეჰ რა უზომოდ მენატრები ნეტავ იცოდე!...
დაბადების დღის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე და იმიტომ დავაგვიანე...