• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

პარანორმალური მოვლენები¿

ქართული შოუები ხშირად წარმოგვიდგენენ ხალხს, მათ შორის ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ყვებიან დაუჯერებელ ისტორიებს.. ზოგმა უცნაური არსება ნახა, ზოგი გატაცებული იქნა მათ მიერ, ცაში უცნაური ობიექტი შეინიშნებოდაო, უცნაური ხმები გვესმის, სარკეში უცხო ადამიანების სახე იკვეთებაო.. მოკლედ რა არ მომისმენია, მაგრამ მე თვითონ ოდნავადაც უცნაური არასდროს არაფერი დამმართნია და არც ჩემს სანაცნობოში გამოუცდია ვინმეს აუხსნელი მოვლენა. დადებითად შევაფასებ ცხადია ტაძარში მომხდარ სასწაულებს, წმიდანთა საფლავებზე რომ უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები სრულიად ჯანსაღდებიან, მაგრამ არც მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანი არ მყავს არავინ, რომ დავიკმაყოფილო ინტერესი. ამიტომ გადავწყვიტე აქ დავწერო. გთხოვთ, მოყევით ვისაც რა გსმენიათ ან გამოგიცდიათ მისტიკის თვალსაზრისით. თუნდაც ელემენტარული, მაგ.,სიზმრის ახდენა ან გასაკვირი დამთხვევები.
27 დღის წინ 82 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • ბევრ ისტორიებს მოისმენ, გაიგებ, მაგრამ ნამდვილი რომელია? თუ ნამდვილად რაიმეს გაგება გინდა სამყაროს შესახებ ან ადამიანის შესაძლებლობებზე, მაშინ გონივრულია დაიწყო საკუთარი თავით, მაძიებელი ასე გაკეთებს.
    მამაჩემს დაესიზმრა ის, რაზეც მე ვფიქრობდი ყოველ ღამე. ჩემმა ძმამ დამასწრო და თქვა ის, რასაც ვფიქრობდი. ჩემი დასკვნა ასეთია, ადამიანს აქ აზრების, ფიქრების დაჭერის პოტენციალი. ახდენით, ამხდენია.. მეტის ცოდნა არ გჭირდებათ, რადგან შოკირებული დარჩებით და ინფაქტი გარანტირებული გექნებათ.
    2
    0
    დამატებული კომენტარები
    საკუთარი თავი გეთანხმები ყველაზე საინტერესოა პიროვნებისთვის) და დანარჩენი ისტორიები რაც გაქვს, ალბათ ძალიან მაგრებია, მოყევი.
    ავტორი: Fill me out
  • ზოგი განზრახ აბოლებს ხალხს და ზოგიც იმდენად მიამიტია რომ ქარის წამოქროლვაც მოჩვენების თავდასხმა ჰგონია. :/ აუხსნელი შეიძლება ბევრი გვინახავს, მაგრამ ეს ზებუნებრივს არ ნიშნავს, ვინაიდან ზოგი იმასაც ვერ ახსნის როგორ მუშაობს ინტერნეტი და ა.შ.
    2
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
35 ქულა
7 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა