"ინტერვიუ" - როგორც გინდა ისე იფიქრე!

"ინტერვიუ" - როგორც გინდა ისე იფიქრე!

კითხვა N979485 0 პასუხი ის - მაცდურივით, დამაბნეველს მისვამდა კითხვებს... მე - "ყოვლის-მცოდნე", სიამაყით ვცემდი პასუხებს... -შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს? -მე მას მადლობას მოვუხდიდი ქალის შექმნისთვის..! -და ზოგი "კაცი" ქალში შედევრს რატომ ეძიებს? -ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..! -რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი? -მიყვარხარს..! - ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..! -რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი? -სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..! -შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი? -არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..! -და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი? -მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..! -და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა? -მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..! -რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა? -მე თავ-დახრილმა ვუპასუხე, შენი თვალები..! დავჯექი, 10-იანი