ადამიანი, ადამიანს 'ჭამს' ?

ადამიანი, ადამიანს 'ჭამს' ?

კითხვა N980251 0 პასუხი ჭამაში მე არ ვგულისხმობ კანიბალიზს, მაინტერესებს თუ თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ კონკრეტული კონტიგენტის ხალხი მაქსიმალურად იყენებს მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს უნებლიედ, თითქოს ამაზე ორივე მხარეა თანახმაა. ყალიბდება ეგრედ წოდებული საზარბაზნე ხორცის ადამიანებსა და მეზარბაზნე ხალხი ორ განსხვავებული კასტა, ეს ორნი კი თითქოსდა უხსოვარი დროიდან მოდიან, თითქოსდა ერთგვარი ბუნების წესია ყოველივე ზემოთ თქმული. საინტერესო, ის არის რომ მიუხედავად ასეთი მზაკვრული განძრახვისა ეს ყველაფერი ბუნებისთვის მისაღები ჩანს, შინაური ცხოველები მარტოდ რომ გაუშვა ტყეში უმრავლესი მათგაანის ბედი განწირულია სიკვდილისთვის... პირუტყვი ვერ იცოცხლებს დიდხანს, საჭიროა მათი ერთად ყოფნა და რეგულარული კონტროლი, ასეთივე მდომარეობა ჩანს ხალხშიც, ხალხს ჭირდება მარეგულირებელი ორგანო რომელიც მათ საშუალებას მისცემს იარსებოს, თუმცაღა მის გამოსაკვებად და საარსებოდ საჭიროა მის დაქვემდებარებული ხალხიდან მცირეოდენის ჭამა, უცნაური ის არის რომ მართთველ ხალხს და დაქვემდებარებულს მიუხედავად იმისა რომ ერთი შესახედაობა აქვთ და ერთ 'ჯიშს' განეკუთვნება, ისინი სხვადასხვა ნაირად არსებობენ, ის რაც ერთნისთვის გულისამრევი და დამთრგუნველია მეორესათვის ყოველდღიურ ნორმას და საჭიროებას წარმოადგენს, თუმცაღა არიან გამონაკლისები :D რთულია მოხვდე სისტემაში და ადამიანობა არ დაკარგო? :D :D