• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

რჩევა მჭირდება თუ როგორ ვთქვა ის რის აღიარებასაც სიკვდილი მირჩევია

ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, მთელს ჩემს ოჯახს ვატყუებ ძალიან ბევრ სასიცოცხლო მნიშვნელოვან რაღაცეებს, მართ₾ა ტვინში სისხლის ჩაქცევაზე ვარ უკვე მისული, ალბათ ნახევარი წელია მეტი თუ არა ადამიანურად აღარც მძინებია... ლამის არის გავგიჟდე... გემუდარებით მირჩიეთ როგორ დავიწყო სიმართლის ლაპარაკი ან საიდან დავიწყო ვერ ვხვდები... ყველაფერი რასაც ვმალავ მართლა ერთმანეთზე უარესი საშინელებებია... მათლა ხო ვერ მოვკვდები ამდენი ტყუილის თქმით? რაიმე ფორმა თუ იცით სიართლის თქმის ისეთი რომ ჩემს ქმარს დედას და მამას ინფაქტები არ მივაღებინო?
3 წლის წინ 409 მონახულება
nini.lekiashvili@yahoo.com Ni Ne
1
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • დავიწყოთ იქედან, რომ ნერვიულობა და სასოწარკვეთილება სასურველ შედეგს არ მოგიტანს.ადამიანი ბუნებით სუსტია, ყველას სხვადასხვა სისუსტეები გააჩნია, ზოგს შეუძლია მათ წინააღმდეგ მარტივად გამკლავება, ზოგსაც შედარებით მეტი ძალისხმევა სჭირდება.
    ყველაზე კარგი შენს შემთხვევაში კი ის არის, რომ შენ ზუსტად იცი შენი სისუსტე და გაქვს დიდი სურვილი მას შეეწინააღმდეგო.
    პირველ რიგში გააკეთე ყველაზე სასიამოვნო, რამ განმარტოვდი, გაიკეთე შენი საყვარელი ყავა, ჩაი ან სხვა. რაც შენ ძალიან გიყვარს და დაფიქრდი. ბედნიერება მიიღე იმისაგან, რაც შენ ბუნებამ გიბოძა
    მშობლები (რომლებზეც ბევრი ობოლი ოცნებობს)
    მეუღლე, რომელთანაც რამდენი სასიამოვნო წუთი გაკავშირებს.
    ჯანმრთელობა, რომელზეც ბევრი ოცნებობს......
    შეგიძლია დატკბე გაზაფხულის სილამაზით, რომელიც სწორედ შენთვის იპრანჭება,რომ გითხრას:ცხოვრება მშვენიერია მაგრამ ისეთი ხნმოკლე,რომ აღარ ღირს ამ დროის მუდმივად დარდზე დაკარგვად.
    ადამიანი, თუ დაეცა ის დგება ჩამოიბერტყავს მტვერს, ან ჩამოირეცხავს ტალახს და აგრძელებს ცხოვრებას.
    შენც ასე უნდა გააკეთო. დაივიწყე რაც გაწუხებს,აჩუქე შენს ძვირფას ადამიანებს, ღიმილი, სითბო. სასიამოვნო სიურპრიზები მოუწყვე მათ,ლამაზი ვახშამი, დალაგებული სახლი ან სხვა რამე.
    რაც შეეხაბა თქმას ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასო, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების
    თუ ეკლესიური ხარ, მიმართე მოძღვარს, აღსარებას ეტყვი ღმერთს და ისიც დაგამშვიდებს.

    დიდი ტექსტი გამომივიდა, მაგრამ იმედია, შენს გულში სიმშვიდე დამკვიდრდება, რამეთუ შენ ეს ძალიან გსურს და მეც.

    წარმატებებს გისურვებ, უფრო ხშირად გაიღიმე და ყველაფერი კარგად იქნება
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
30 ქულა
9 ქულა
9 ქულა
8 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა
3 ქულა