წერილი ბათუმიდან

წერილი ბათუმიდან

კითხვა N981764 0 პასუხი გამარჯობათ, მყავს 3,5 წლის ბიჭი, ასევე მყავს 1,5 წლის დისშვილი, როცა რომელიღაცა სათამაშოს ვერ იყოფდნენ, თომას (ჩემ ბიჭს) ვეუბნებოდი, რომ დაეთმო დეიდაშვილისთვის, რადგან ის პატარა იყო, მერე ცოტა ხანში მას მობეზრდება სათამაშო და ისევ შენ მოგცემს-თქო. მერე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ჩხუბი არ შეიძლება, არც ცემა და მით უმეტეს ვინმეს მოკვლა (როცა მულტფილმში რაღაც ამდაგვარს უყურებდა), ვცდილობ გავზარდო არააგრესიული, თვითონაც ძალიან კონტაქტური და ზომიერად ცელქია, როცა რაღაცას აუხსნი, მერე ცდილობს ის არ ჩაიდინოს, ემოციურიცაა, გულჩვილი.ბაღში დადის და დადებითად ახასიათებენ, დიდი კაცივით ლაპარაკობს და დასკვნები გამოაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს სერიოზულად შევფიქრიანდი, ამ ჩემმა ჰუმანურმა გაზრდამ არ მინდა დაუცველი გახადოს, თუ ვინმე სათამაშოს წაარმთმევს, არ ვერევი,ვცდილობ თვითონ მოაგვაროს ეგ პრობლემა, დამოუკიდებელი მინდა გახდეს, ხშირ შემთხვევაში წუწუნებს, ახლაც სურამში ისვენებს და თომა თამაშობდა დეიდაშვილთან ერთად, სხვა ბავშვმა ეს სათამაშო წაართვა და გაიქცა, ჩემმა დაუწყო ყვირილი და თხოვნა დაეუბრუნებინა სათამაშო, მაგრამ იმან რა თქმა უნდა არ დააბრუნა, მერე ჩემ პატარა დისშვილი გაიქცა და იმან გამოართვა და დააბრუნა, რომ ვკითხეთ შენ რატომ არ მოიტანეო, ის პატარა იყო და შემეცოდა და იმიტომ ვერ გამოვართვიო. სხვა ბავშვმა რომ ცემოს ან უბწკინოს ხმას არ ამოიღებს. მითხარით, გთხოვთ, დამეხმარეთ როგორ მოვიქცე, ფსიქოლოგიურად როგორ მივუდგე, არ მინდა ძალიან "რბილი" და "დაუცველი" გაიზარდოს.