• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ვისაც ესეს დაწერა შეგიძლიათ შემოდით

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობრივი მრწამსის ჩამოყალიბებაში ტელევიზია უფრო დიდ როლს ასრულებს ვიდრე ხელოვნება. მსჯელობას დაეთანხმეთ ან უარყავით.
3 დღის წინ 33 მონახულება
xman
548
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • საკამათო არ არის, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში, რადგან სწორედ მედიასაშუალებებით ხდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და საზოგადოების ინფორმირება ამა თუ იმ საკითხის შესახებ.მასმედია საზოგადოებრივ ცნობიერებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. იმისათვის, რომ განსაჯოთ, თუ რამდენად კარგად ემსახურება მასმედია საზოგადოებას, საჭიროა ვიცოდეთ, თუ სავარაუდოდ, რა მომსახურებით უზრუნველყოფს ის საზოგადოებას. მედიას ძალუძს, მოგვაწოდოს დროული და სრული ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ან ჩვენს მიღმა ვითარდება. მედიის ფუნქციაა ინფორმაციის მოძიება, გაფილტრვა, გაანალიზება, ინტერპრეტირება და შემდგომ მისი გავრცელება ყველასათვის გასაგებ ენაზე.სოციალური გარემო, სადაც ვიბადებით და ვიზრდებით გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ამის გამო დაშტამპულები ვართ საზოგადოების მიერ ჩვენთვის წინასწარმომზადებული ფორმებით. ასეთი შეხედულება მცდარია. ის ფაქტი, რომ დაბადებიდან ჩართულნი ვართ სხვებთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა განაპირობებს ჩვენს პიროვნულობას, ღირებულებებს, რომლებსაც ვფლობთ და ქცევას, რომელსაც ვახორციელებთ. თუმცა, სოციალიზაციაც, ასევე, ჩვენი ინდივიდუალობის და თავისუფლების საწყისია. მისი მეშვეობით ხდება სოციალურ როლთა ინტერიორიზაცია-ათვისება. სოციალიზებული ადამიანი „ჯდება” თავის „გარემოში”. იგი იზიარებს თავისი სოციალური ჯგუფის შეხედულებებს, ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობას ამყარებს იმავე კულტურის სხვა წარმომადგენლებთან. სოციალიზაციის გზაზე თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს იდენტობას და დამოუკიდებელი აზროვნებისა და ქმედების უნარს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის.
    ბევრი აღიარებს, რომ კარგ მოქალაქედ კი არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან სხვადასხვა გავლენისა და ინსტიტუტების ურთიერთქმედების შედეგად. ესაა: ოჯახი, რელიგია, სკოლა, თანატოლები, კანონი, სოციალური კლასი, ინტერესთა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები და მასმედია. ისინი უყალიბებენ ადამინს ვალდებულებისა და საკუთარი თავის რწმენის შეგრძნებას. ადამიანი იძულებული ხდება იფიქროს და იმოქმედოს საზოგადოებრივად მისაღები ფორმით. უშუალოდ პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესი კი იწყება ოჯახში, სადაც ადამიანი ყოველდღიური იღებს სასჯელს ან ჯილდოს, სწავლობს რა არის დაშვებული და რა არა. ერკვევა რა ვალდებულებები აქვს და ნელ-ნელა ხდება ოჯახის მოქალაქე. ამ გაგებით ოჯახი სახელმწიფოს შემცირებული ფორმაა, საზოგადოების უჯრედია და უდიდეს გავლენას ახდნეს პიროვნული ღირებულებების ფორმირებაზე, რაც შემდგომში განაპირობებს ადამინის ქცევას საზოგადოებაში.მედიის ძალისა და გავლენის ნათელსაყოფად საკმარისია გავიხსენოთ გამონათქვამი: „ადამიანები და თემები, რომელთაც მედია არ განიხილავს, უბრალოდ, არც არსებობენ“. მედიის როლისა და ფუნქციის შესახებ უამრავი მოსაზრება და თეორია არსებობს, თუმცა, ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულების თანახმად, მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია შემდეგია: მეთვალყურეობა - დღევანდელ საზოგადოებაში მხოლოდ მედიას შეუძლია თვალყური ადევნოს მიმდინარე პროცესებს. მისი მოვალეობაა, მოგვაწოდოს დროული და სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ჩვენ გარშემო ან ჩვენ მიღმა ხდება. მედიის ფუნქციაა, აგრეთვე, ინფორმაციის მოძიება, გაფილტვრა და გაანალიზება, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გასაგებ ენაზე. მედიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა, არჩევნებს შორის დროის ინტერვალში თვალყური ადევნოს სამ პოლიტიკურ - სახელისუფლებო შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო) საქმიანობას. მან უნდა უზრუნველყოს საჯარო დისკუსია, რომლითაც თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო თანამშრომლობაში. ადამიანებს ფასეულობების ჩამოყალიბებაში სწორედ განათლება და მედია ეხმარება, გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე. ამდენად, მედიას ამ მხრივაც შეაქვს წვლილი პიროვნებისა და საზოგადოების ფორმირების პროცესში. კიდევ ერთი გავრცელებული თვალსაზრისია, რომ თანამედროვე მაყურებელი მედიისაგან მხოლოდ და მხოლოდ გართობას მოელის.
    გართობის ფუნქცია როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ინტერნეტ- და ტელემედიების მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ვინაიდან თანამედროვე მომხმარებლის, ანუ მაყურებლის, მხრიდან არსებობს ასეთი დაკვეთა, ტელევიზიები და სხვა საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ, ამ დაკვეთას უპასუხონ. გარდა ამისა, რეკლამების რაოდენობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა მედიასაშუალებებისათვის, პირდაპირ არის დამოკიდებული ჟურნალ-გაზეთებისა თუ ტელეგადაცემების პოპულარობაზე. ამიტომაც არის, რომ ამ ტიპის გადაცემებსა თუ გვერდებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ამაში ცუდია არაფერია, თუკი იუმორისტული გადაცემები გემოვნებით მზადდება და მაყურებელს უგემოვნობას არ ახვევს თავს.
    0
    0
  • ეიიი მისმინეეე ფეისბუქით დავეგისტრირდი აქ და შენი იუზერით შემომიყვანა არ ვიცი რა ხდება რატომ ვართ ორივე აქ? ფეისბუქზე დამამატე რა მოგწერ
    https://www.facebook.com/artifical.page
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
53 ქულა
39 ქულა
21 ქულა
17 ქულა
17 ქულა
15 ქულა
14 ქულა
14 ქულა
13 ქულა
10 ქულა
ბოლოს დამატებული