• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

მაინტერესებს ჭიის წამალი რომელია?

წამლის სახელი მითხარით რა ვინმემ თუ იცით ფლიზ
6 წლის წინ 17949 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
11 პასუხი
  • გოგრის კურკები მოხალე და ჭამე აი ეგაა კარგი ჭიებისთვის მართლა :)) მე მიყვარს
    2
    0
  • ვის ყავს ჭია? :D
    0
    2
  • http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_quickfaq&view=items&id=2540&Itemid=220 სტატურანი წამალია ჭიების მოსაშორებლად არსებობს ძალიან ეფექტური წამლები: ვერმოქსი , პირანტელი , დეკარისი და სხვა (იკითხეთ აფთიაქებში). ნაწლავების ჭიების უმეტესობას ამ წამლების ერთჯერადი მიღება კლავს (წაიკითხეთ წამლის ინსტუქციაში). თუმცა პრაქტიკულად ყოველთვის წარმატება მოკლევადიანია _ ჭიები თითქმის ყოველთვის ხელახლა "ჩნდებიან". ამიტომ გირჩევთ აქ ჩამოთვლილი საშუალებები გამოიყენოთ წამლების მიღების შემდეგ, თქვენს ორგანიზმში ჭიების ხელახალი ჩასახლების თავიდან ასაცილებლად. წელიწადში ერთხელ მაინც სასურველია წამლების პროფილაქტიკური მიღება (მაგ: 1 ტაბლეტი (50 მგ) დეკარისი ძილის წინ, 3 დღე შესვენება, შემდეგ ვერმოქსი 100 მგ 2–ჯერ დღეში 3 დღე). ჭიების მოსაშორებლად და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება: გოგრის თესლი დილით უზმოზე ჭამენ ნედლ ან ხმელ (მოუხალავ!) გაფცქვნილ გოგრის თესლს (მწვანე კანი შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს) ხმელი გაუფცქვნელი გოგრის თესლის ფხვნილს სხვადასხვა სქემით: 500 გრამს ან მეტს ერთჯერადად, 2 საათში სვამენ სასაქმებელ მარილს. 100–200 გრამს (ან 2 სუფრის კოვზ ხორცის მანქანაში გატარებულ თესლს ) რეგულარულად 10–14 დღის განმავლობაში, შეიძლება თაფლით ან თბილი რძით. დილით უზმოზე ჭამენ გოგრის თესლის ფაფას ან გოგრის თესლის ნახარშს. 2–3 საათში სვამენ სასაქმებელ მარილს. ასე 2–3 დღე. 10 დღის მერე ხელახლა. კაკალი. გამოიყენება: კაკლის ფოთოლი დღეში 3–5–ჯერ, ჭამამდე, სვამენ 1/2 ჩაის ჭიქა შემთბარ კაკლის ფოთლის ნაყენს. კაკლის უმწიფარი ნაყოფი ან კაკლის მწიფე ნაყოფის მწვანე კანი; უზმოზე სვამენ 2 ჩაის კოვზ უმწიფარ კაკლებზე დაყენებულ არაყს ან კაკლის კანზე დაყენებულ არაყს, გახსნილს 50–200 გრ წყალში. სვამენ 5–6 დღის განმავლობაში ყოველდღე, შემდეგ _ კვირაში ერთხელ 1 თვიდან – 1 წლამდე (პროფილაქტიკისთვის საკმარისია კვირაში ერთხელ მიღება 2–3 თვის განმავლობაში). ერთდროულად კარგია აბზინდის ფხვნილის და მიხაკის ფხვნილის მიღება. დღის განმავლობაში სვამენ კაკლის უმწიფარი ნაყოფის მარილიან ნაყენს ან კაკლის კანის ნაყენს. ძილის წინ იღებენ სასაქმებელ მარილს დღეში 3–4–ჯერ ჭამენ 1 ჩაის კოვზ კაკლის კანიან თაფლს ან კაკლის კანის სიროფს ჩაისთან ერთად. სვამენ გამხმარ და დაფქვილ კაკლის ნაყოფის კანს. კაკლის ნაყოფის ძგიდეები: დილით უზმოზე სვამენ კაკლის ძგიდეებზე დაყენებული არაყს: პირველ დღეს 5 წვეთს, მეორე დღეს 10 წვეთს, მესამე დღიდან 20 წვეთს 3 კვირის განმავლობაში. ნიგოზი: დილით უზმოზე ჭამენ დიდი რაოდენობით ნიგოზს (მოუხალავს!) თაფლით დღეში 3–ჯერ , ჭამამდე 30–40 წუთით ადრე, სვამენ 1–2 სუფრის კოვზ ნიგვზის ზეთს, შეიძლება მშრალ ღვინოსთან ერთად; აბზინდა ( ფრთხილად, საწამლავია! ) იღებენ აბზინდის ნაყენს სხვადასხვა სქემით: 3–4–ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე სვამენ 1 სუფრის კოვზ აბზინდის ნაყენს; 3 სუფრის კოვზ აბზინდის ნაყენს დღეში ორჯერ: დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ. ჯობია მიღება 1/2 ჩაის ჭიქა გახეხილ სტაფილოსთან ერთად. კურსი 10 დღე; იღებენ აბზინდის ხმელ დაფხვნილ ბალახს სხვადასხვა სქემით: 3–ჯერ დღეში ჭამის წინ, თითო მიღებაზე არა უმეტეს 1/3 ჩაის კოვზისა, მკურნალობა არა უმეტეს 1 თვისა; (შეიძლება ფხვნილის მიღება თანდათანობით მზარდი დოზებით: დაიწყოს მიკროდოზებიდან და ორ კვირაში ავიდეს 1/3 ჩაის კოვზამდე. თუ მწარე გემოს ატანა ვერაფრით ვერ ხერხდება, შეიძლება ფხვნილი მოთავსდეს პურის გულის პატარა გუნდაში და ისე გადაიყლაპოს). პარალელურად კარგია აბზინდის ნაყენის ოყნების გაკეთება. დღეში ერთხელ, 1/2 ჩაის კოვზი, 16 დღის განმავლობაში ყოველდღე, შემდეგ კი კვირაში ერთხელ, 2-3 კვირა (პროფილაქტიკისთვის საკმარისია კვირაში ერთხელ მიღება 2–3 თვის განმავლობაში); კარგია 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 ჩაის კოვზ უმწიფარ კაკლებზე დაყენებული არყის ან კაკლის კანზე დაყენებული არყის მიყოლება. დღეში ერთხელ, საღამოს, ვახშმის წინ, ყოველდღე 14 დღის განმავლობაში. მიღება იწყება 1/2 ჩაის კოვზიდან, ყოველ მე–3 დღეს ემატება კიდევ 1/2 კოვზი. ასე 7/2 ჩაის კოვზამდე. ამის შემდეგ სვამენ 4,5 ჩაის კოვზს კვირაში ერთხელ, 1 წლის განმავლობაში. იკეთებენ აბზინდის ნაყენის ოყნებს. მიხაკი სვამენ მიხაკის ფხვნილს სხვადასხვა სქემით: 3–ჯერ დღეში, ჭამამდე, თითო მიღებაზე 1/8 ჩაის კოვზი, 2 კვირის განმავლობაში. დღეში ერთხელ, ჭამამდე, თითო მიღებაზე 1 ჩაის კოვზი, 12 დღის განმავლობაში ყოველდღე, შემდეგ 3–4 კვირის განმავლობაში _ კვირაში ერთხელ (პროფილაქტიკისთვის საკმარისია მხოლოდ კვირაში ერთხელ მიღება 2-3 თვის განმავლობაში). კარგია 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 ჩაის კოვზ უმწიფარ კაკლებზე დაყენებული არყის ან კაკლის კანზე დაყენებული არყის მიყოლება. ნიორი ჭამენ 10 კბილ ნიორს და აყოლებენ რძეს. 2 საათში სვამენ სასაქმებელ მარილს დილით უზმოზე სვამენ 1 ჩაის ჭიქა ნივრის ნაყენს, პატარა ყლუპებით; დღეში 3–4–ჯერ, ჭამის წინ, სვამენ 1 ჩაის კოვზ ნივრის ნახარშს რძეში, 7 დღის განმავლობაში. კარგია ერთდროულად იგივე ნახარშის სამკურნალო ოყნები ძილის წინ. უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, სვამენ 30 წვეთ ნიორზე დაყენებულ არაყს, 3–4 დღის განმავლობაში. რამოდენიმე საათში სვამენ სასაქმებელ მარილს დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, სვამენ 1/4 ჩაის ჭიქა ლიმნის და ნივრის ნაყენს, 1,5 თვის განმავლობაში. რეგულარულად ჭამენ ნივრიან კერძებს. ხახვი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე, სვამენ 1/3 ჩაის ჭიქა ხახვის ნაყენს 3–4 დღის განმავლობაში ; დღეში 2–ჯერ, ჭამის წინ, სვამენ 1–2 სუფრის კოვზ ხახვზე დაყენებულ არაყს ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფუტი ჭამამდე ერთი საათით ადრე საგულდაგულოდ ღეჭავენ და ყლაპავენ 20 გრ ლიმნის, ფორთოხლის, ან გრეიფუტის ქერქს. შეიძლება ქერქების წინასწარ გახმობა, დაფქვა და 1 ჩაის კოვზის მიღება უზმოზე. იღებენ ლიმნის ან გრეიფუტის თესლებს, სხვადასხვა სქემით: დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ყლაპავენ 2–3 დაფხვნილ (ან დასრესილ) თესლს, აყოლებენ თბილ წყალს. დილით უზმოზე იღებენ 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს 1 კოვზ თაფლთან ერთად. დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, სვამენ 1/4 ჩაის ჭიქა ლიმნის და ნივრის ნაყენს, 1,5 თვის განმავლობაში. დილით უზმოზე სვამენ ლიმნის ნახარშს. კომბოსტო დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წთ–ით ადრე სვამენ 1/2 ჩაის ჭიქა კომბოსტოს წნილის წვენს. სპობს ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში ჩაბუდებულ ლამბლიებს . ბროწეული 1 საათის განმავლობაში სვამენ 200 მლ ბროწეულის ხის ქერქის ნახარშს, 1 საათში სვამენ სასაქმებელ მარილს. ფრთხილად, საწამლავია! ჯობს მიღება მუხის კანის ნახარშთან ერთად, რაც სისხლში შეწოვას ამცირებს. 1,5 საათის განმავლობაში 3 ნაწილად სვამენ ბროწეულის ნაყოფის ქერქის ნახარშს. 3–4 საათში სვამენ სასაქმებელ მარილს. ფრთხილად, საწამლავია! ქინძი 3–ჯერ დღეში, ჭამამდე , სვამენ 1/4 ჩაის ჭიქა ქინძის თესლის ნახარშს ასფურცელა ფრთხილად, ტოქსიკურია! დღეში 3–ჯერ ჭამის წინ იღებენ 1/2–1 ჩაის კოვზ ასფურცელას ხმელ დაფხვნილ ბალახს. სვამენ 1/2 ჩაის ჭიქა ასფურცელას ნაყენს 2–ჯერ დღეში: დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. მიქლიო ძილის წინ სვამენ 1 ჩაის კოვზ მიქლიოზე დაყენებულ არაყს, 1 თვის განმავლობაში მთის ჩადუნა ფრთხილად, ძლიერი საწამლავია! სვამენ გამხმარი ფესვურას ფხვნილს. მჟაუნა უზმოზე ჭამენ მჟაუნას ფოთლებს ყოველი ჭამის წინ სვამენ 1–2 ყლუპ მჟაუნას ნახარშს სტაფილო უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე, ჭამენ 1 ჩაის ჭიქა გახეხილ სტაფილოს, 4–5 დღის განმავლობაში. სვამენ ყოველდღე სტაფილოს წვენს, 1–3 ჭიქას დღის განმავლობაში. ერთდროულად იკეთებენ სტაფილოს წვენის სამკურნალო ოყნებს (30–40 მლ–იანს). ყოველ 2–3 საათში სვამენ 1 სუფრის კოვზ სტაფილოს თესლების ნაყენს. სვამენ თესლების ფხვნილს. ნესვი სვამენ ნესვის წვენს 200 გრამს დილით უზმოზე 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 2–3–ჯერ ლეღვი დღეში 3–ჯერ ჭამის წინ ჭამენ ლეღვს. ტყის მარწყვი დღის განმავლობაში ჭამენ 2 კგ ტყის მარწყვს მსხალი ჭამენ მსხლის კურკებს. ქლიავი ჭამენ 5–10 გრამ ქლიავის კურკის გულს (ერთჯერადად). ფრთხილად, საწამლავია! ფარსმანდუკი დღეში 3–ჯერ ჭამის წინ იღებენ 1/2–1 ჩაის კოვზ ფარსმანდუკის ხმელ დაფხვნილ ბალახს. ბრინჯი ყოველდღე კარგად ღეჭავენ და ყლაპავენ 1 სუფრის კოვზ უმ ბრინჯს. წყარო http://www1.atwiki.com/diasaxlisi/pages/140.html
    1
    1
  • მაგარი როჯები არიან ჭიები სიმონ :D რას ერჩი :D
    1
    1
  • ჭია-ღუა :D წამალი არ ვიცი მაგრამ მაგას ბევრი საღეჭი რეზინი,და ტკბილეულობა აჩენს
    1
    1
  • თუ დედალია მაშინ მისი წამალი მამალი იქნება :D
    1
    1
  • არაყი :
    1
    1
  • ჯერ გასარკვევია რა ტიპის ჭიისთვის... anush რა მნიშვნელობა აქ შეიძლება ნებისმიერს ყავდეს, მერე რა...
    1
    1
  • ბეღურა :) ხო მაგათ ევასებათ ჭიები და ჩასვამ მმუცელში და ფსო ეგაა =))
    1
    1
  • ჭიის წამლები რაც აფთიაქი იყიდება არაეფექტურია...სახლში უნდა დაამზადო ხალხური მედიცინის მიხედვით,და სავსე მთვარეზე უნდა დალიო :)
    0
    2
  • კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
53 ქულა
39 ქულა
21 ქულა
17 ქულა
17 ქულა
15 ქულა
14 ქულა
14 ქულა
13 ქულა
10 ქულა
ბოლოს დამატებული