ამ ლექსის ავტორის ვინაობა მჭირდება სასწაულებრივად

ამ ლექსის ავტორის ვინაობა მჭირდება სასწაულებრივად

კითხვა N976713 1 პასუხი პაულო კოელიოს 11 წუთს აქვს წამძღვარებული და საბაკალავროსთვის მჭირდება ვინ დაწერა ეს ლექსი თუ იცით ვინმემ? რამეთუ მე ვარ პირველი და მევე - უკანასკნელი, მე ვარ პატივცემული და მოძლებული, მე ვარ მრუში და წმინდანი, მე ვარ ცოლი და ქალწული, მე ვარ დედა და შვილი, მე ჩემი დედის ხელები ვარ. მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს, მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი, მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასდროს მოგვცემს შთამომავლობას, მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს. მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩნე ჩემი ქმარი, მე მამაჩემის დედა ვარ, მე ჩემი ქმრის და ვარ. თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.