სწავლა მოსწავლეთას ამ ნაწილის პერიფრაზი მჭირდებაა გთხოვთ ?

სწავლა მოსწავლეთას ამ ნაწილის პერიფრაზი მჭირდებაა გთხოვთ ?

კითხვა N995175 0 პასუხი ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია: ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია. მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია. ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია! ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს, გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს, ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, - ეგრეთ ჭკვიანი უწვრთნელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს. ვსძებნე და ვერა ჰვპოვე რა მჯობნი ამ სწავლა-მცნებისა: ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა; ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა: ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა! ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა, ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლა-მოსვლით ძნელითა, მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა, გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?