• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

აუუუ ესე მაქ დასაწერი:ადამიანი და ღირსება?

როგორ დავწეროოო??
6 წლის წინ 8745 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • ბევრ ადამიანს ღირსება არ გააჩნია...და განავრცე
    0
    0
  • სადღა აქვთ ადამიანებს ღირსება...(ყველაზე არა რა თმა უნდა მაგრამ..)
    0
    0
  • სამართლებრივ დოქტრინაში გვხვდება ამ ტერმინის განმარტების მცდელობები. მაგ: “ყოველი ადამიანი წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას, როგორც არსება, რომელიც დაჯილდოებულია გონებით, ნებით და გრძნობებით, ე.ი. იმ თვისებებით, რაც გამოარჩევს მას გარემომცველი სამყაროს დანარჩენი ნაწილისაგან. ღირსება, ეს არის ადამიანზე ამ ღირებულების აღიარება მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე და როგორ აფასებენ მას სხვები. ღირსება სუბიექტური კატეგორიაა (საკუთარი ღირსების შეგრძნება) და ამავე დროს ობიექტურიც (ადამიანის ღირსების საყოველთაო აღიარება და პატივისცემა); იგი განიხილება ადამიანის ობიექტურ თვისებებთან ერთობლიობაში, რომლებიც აფასებენ მის რეპუტაციას საზოგადოებაში (ზნეობრიობა, ინტელექტუალური მონაცემები, ცხოვრების წესი და ა. შ).“... საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 21-ე მუხლი ერთგვარად აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლში გატარებულ აზრს და ადგენს: “სახელმწიფო იცავს პიროვნების ღირსებას. არაფერი არ შეიძლება იყოს ღირსების დამცირების საფუძველი.“ ან ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; დ. ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; დ. ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ; დ. ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხათა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის; დ. ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; დ. ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო ატივისცემასა და დაცვას; დ. ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის. გენერალური ასამბლეა აცხადებ. ადამისანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდარებულ ტერიტორიათა ხალხებში.
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
21 ქულა
13 ქულა
13 ქულა
7 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა