• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

წავკისის შესახებ.....

სოფელ წავკისის შესახებ ვინმემ რამე თუიცით მომწერეთ რაა
8 თვის წინ 127 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • წავკისი — სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე.[1] 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 083 კაცი. იოანე ბატონიშვილის მიერ XIX საუკუნის დამდეგს ჩატარებულ აღწერაში ტფილისის სამხრეთით მდე­ბარე სოფლების სიებში აღნიშნულია „ქ. წავკისი“.[2]

    2007 წლამდე სოფელი ადმინისტრაციულად მიეკუთვნებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტაბახმელის თემს, 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.

    წავკისში რამდენიმე ეკლესიაა, რომლებიც, ძირითადად, გვიან შუასაუკუნეებშია აშენებული. სოფელი წავკისი ისტორიულ წყაროებში პირველად 1398 წელს მოიხსენიება, კერძოდ, ალექ­სან­დ­რე მეფის სვეტიცხო­ვლისადმი შეწირულობის სიგელში, რომლითაც მეფემ სვეტიცხოველს შეწირულობა „მახრაღაჯითა და ხეკორძითურთ“ განუახლა.[3][4] სავარაუდოა, რომ წავკისზე მფლობელობა სვეტიცხო­ველ­მა 1578 წელს ქართლში ოსმალების გაბატონების გამო დაკარგა. მოგვიანებით, 1595 წელს, სვიმონ მეფემ (1556-1600 წ.წ.) წავკისი მეტეხის ტაძარს შესწირა, მაგრამ 1677 წლის 7 მაისს ლევან და გიორგი ბატონიშვილებმა (ვახტანგ V-ის შვილები) იგი სვეტიცხოველს განუახ­ლეს და ხელახლა შესწირეს.[5][6] ბერი ეგნატაშვილის ცნობით, წავკისელი იყო როსტომ ხანის დედა.

    საისტორიო საბუთების თანახმად, წავკისი საციციანოში შედიოდა: 1721 წლის აღწერით ირკვევა, რომ ამ დროს წავკისის მებატონეები არიან ვახტანგ V-ის (შაჰნავაზი) (1658-1675 წ.წ.) „დარბაისელი“ უთრუთ ციციშვილი, პაპუნა ციციშვილი (სარდლიშვილი) და ზაზა ციციშვილი (სარდლიშვილი),[7] ხოლო 1781 წლის ტფილისის მიდამოების სოფლების მოსახლეობის აღწერის დავთრიდან ჩანს, რომ წავკისის მებატო­ნეები გივი და თეიმურაზ ციციშვილები არიან. წავკისი ქვემო ციციშვილების მამული იყო, რის გამოც, ხშირად, მოსახლეობის მიგ­რა­ცია წავკისში ქვემო ციციშვილების სხვა სოფლებიდან — ნიჩბისი, ყინ­წვისი, ქვენაფლავი და სხვა, ხდებოდა.[8]

    XVIII საუკუნიდან ციციშვილების საგვარეულოს დასუსტების შედეგად, მათი მამულების ნაწილი თბილისის მელიქ-მამასახლისების, ბებუთაშვილების ხელში გადავიდა.
    რუსეთის იმპერიის აღწერის თანახმად, 1804 წელს წავკისი 302 დესეტინაზე[11] ყოფილა გაშლილი, სადაც გლეხების მხოლოდ ცხრა კომლია დასახელებული; ამ დროს აქაურობის მებატონეები ყოფილან ფარსადან, ზაზა და უთრუთ ციციშვილები.[12] სინამდვილეში, ყველა მონაცემით მოსახლეობის რაოდენობა მეტი უნდა იყოს: ადვილი შესაძლებელია, წავკისის აღწერისას შეცდომა იყოს დაშვებული, რადგან ცნობილია, რომ 1781 წელს იქ 16 კომლი ცხოვრობდა[13], ხოლო 1817 წელს — 27.[14] ამ ორი აღწერის შუა პერიოდში მხოლოდ 9 კომლის არსებობა საეჭვოა. შესაძლებელია, რომ მებატონეები, გადასახადების შემცირების მიზნით, შეგნებულად მალავდნენ ყმების რეალურ რაოდენობას.
    1
    0
    დამატებული კომენტარები

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
34 ქულა
18 ქულა
14 ქულა
12 ქულა
10 ქულა
10 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
ბოლოს დამატებული
mari2220033
0 პასუხი
qetaaa20
0 პასუხი
irakli96
1 პასუხი
vizunchik
0 პასუხი
Crow
1 პასუხი
Life
1 პასუხი