• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

როგორ გადავიტანო? რჩევა-დარიგება...

10 წლის ოთხფეხა მეგობარი მყავს, ჩემი ბედნიერებაა. მასზე თბილი არავინ მეგულება. სულ აფორიაქებული ვარ ბოლო დროს, იმაზე ფიქრით, რომ დადგება დრო და ჩემი ცუგა აღარ მეყოლება. ეს ნორმალურია? თუ მე ვარ უცნაური? ვისაც გამოგიცდიათ, საყვარელი ძაღლის სიკვდილი ან ვისაც ახლა გყავთ სახლში ერთგული მეგობარი, რას მირჩევთ, ან თქვენ რას გრძნობთ? მე ძილის წინ მეტირება ხოლმე, ისე ძლიერად, თითქოს გული ჩამწყდაო..
რა სათქმელი ეს არის, მაგრამ ბებიაც მყავს ხანშიშესული, თუმცა მის ამქვეყნიდან წასვლაზე თუ დავფიქრდი, ერთი ცრემლიც არ მივარდება თვალიდან. განა არ მიყვარს და ამის გამოხატვას ვცდილობ, ბებია ძალიან მიყვარს, მაგრამ შიშები მაინც და მაინც ჩემს ძაღლზე მაქვს და თითქმის სულ მეტირება, გული მტკივა მასთან განშორება რომ უნდა მომიწიოს.
13 დღის წინ 113 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • მაგიტომაც არ მყავს შინაური ცხოველები, წინასწარ რომ იცი მათი სიცოცხლის ხანგძლივობა ძნელია , არაა გასაკვირი ამდენი წელი რო უვლი ოჯახის წევრივით არის უკვე, მარა რას იზამ.
    1
    0
    დამატებული კომენტარები
    Ojaxis wevria ra tkma unda. madloba.
    ავტორი: NUNUnunuka
  • შემდგეში იგივე ჯიშის ძაღლს გაზრდი და ის გადაგატანინებს
    1
    0
    დამატებული კომენტარები
    axla mis garda arcerti dzagli minda, magram albat shevicvlebi am mxriv:-) madloba
    ავტორი: NUNUnunuka
  • ოდესღაც ყველანი მოვკვდებით, ჩვენგან განსხვავებით ძაღლებს და ზოგადად ცხოველებს უფრო ნაკლები დრო აქვთ დედამიწაზე. ასე რომ მეტი დრო გაატარე მასთან, ხშირად გაასეირნე გასეირნება ის არაა 5-10 წუთით ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმოყიფილებლად რომ გაყავთ, ერთად ისეირნეთ ამით უფრო გაუხანგრძლივებ სიცოცხლეს და ბედნიერი დაგტოვებს როცა მოვა დრო, სურათების და ვიდეოების მომრავლებას არ გირჩევ, ზედმეტად დეპრესიულია. რა გიშია გააჩნია 15 წლამდეც ცოცხლობს ზოგი და მეტი.. სახლში ჯდომა და მისი ყურება უფრო დაგამწუხრებს და ფიქრებში ჩაგაგდებს, მეტი დრო გაატარებინე გარეთ!.. წარმატებებს გისურვებ :)
    0
    0
    დამატებული კომენტარები
    madloba dzalian kargi rchevistvis.
    ავტორი: NUNUnunuka

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
30 ქულა
16 ქულა
12 ქულა
10 ქულა
8 ქულა
7 ქულა
7 ქულა
6 ქულა
5 ქულა
5 ქულა