• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

მე-11 კლასელმა თუ არცერთ საგანში არაფერი იცის, რამე ეშველება?

ელემენტარულიც არ გამეგება. ვერაფერს ვიგებ სახელმძღვანელოებიდან, ვერც პედაგოგის საუბრიდან. რასაც ვისწავლი წამებით, მალევე აღარ მახსოვს. ჩემნაირები სკოლას როგორ ამთავრებენ? რა მელის? არც მდიდარი მშობლები ან ახლობელი მყავს, არც ვინმე ნაცნობი განათლებაში. გთხოვთ ამიხსენით
1 თვის წინ 138 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
4 პასუხი
  • მეც მაქვს მსგავსი პრობლემა.ძალიან ვწვალობ.არ ინერვიულო მოინდომებ და ამოიქაჩავ თავს.ძალიან თუ გიჭირს წაკითხულის აღქმა და მისი გადმოცემა კითხვები ჩამოწერე გაკვეთილიდან და უპასუხე.მეც მიჭირს და ასე ვაკეთებ.თუ გინდა დაგეხმარები ხოლმე თუ კიდევ რამეს შევძლებ.
    0
    0
    დამატებული კომენტარები
    იმ კითხვებსაც ვერ ვპასუხობ. გამოცდებზე გაქვს რამის იმედი?
    ვერ გპოულობ.
    ავტორი: LlGg_22
  • ეგ სერიოზული პრობლემაა, ექიმი გინდა
    0
    0
    დამატებული კომენტარები

    დასაწყისისთვის ოჯახის ექიმიც საკმარისია და მერე გაგიშვებს იქ სადაც საჭიროა :)
    ავტორი: cleaner
  • ჩაუჯექი და დაამუღამემ ნელ- ნელა მათემატიკას თუ ვერ იგებ ჯერ დაბალი კლასის მასალას გადახედე ისწავლე ფორმულები, ამოიწერე და ესე დაამუღამებ რამეს თუ ვერ გაიგებ დაგუგლე მეც ვზარმაცობდი სკოლის პერიოდში მარა კი ვამთავრებ ეხლა უნის უკვე :დ :დ

    0
    0
  • საღადაოდ შემოვდივარ ხოლმე მაგრამ ამაზე არ ვიღადავებ,
    მეათე კლასამდე მეც ეგრე ვიტანჯებოდი მაგრამ მეათე კლასში გავიაზრე რომ თუ მინდოდა რომ მომავალში ისე მეცხოვრა როგორც გამისწორდებოდა უნდა მესწავლა, მე პირადად არ მჯერა სხვისთვის და მით უმეტეს საკუთარი თავისთვის რამის დაძალების, პირველ რიგში გაიაზრე რა გინდა და სად მიდიხარ, მშობლების კმაყოფაზე გინდა იყო 5-10 წლის მერე თუ ისე იცხოვრო როგორც შენ გაგიხარდება, ამ ეტაპზე ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს რას გინდა მიაღწიო. მას შემდეგ რაც ამას გაიაზრებ თვითონ მიხვდები რა უნდა გააკეთო, ისწავლი/იმეცადინებ არა იმიტომ რომ დედამ/მამამ/მეზობელმა ან მე გითხარი არამედ იმიტომ რომ საკუთარი მიზანი გაქვს, როცა მიზანი გაქვს სწავლაც ბევრად უფრო ადვილია, მე მიმაჩნია რომ ფორმალური განათლება საჭიროა, ოღონდ ეგ უნდა იყოს თვალსაწიერის გაფართოების ერთ-ერთი გზა და სკოლა/უნივერსიტეტი რომ მორჩება განვითარება არ უნდა შეწყვიტო, დოგმა არც ისაა რომ მაინცდამაინც უნივერსიტეტში ჩააბარო მაგრამ ასეთ შემთხვევაში იდეალურად ჩამოყალიბებული გეგმით უნდა იყო მზად. ყველაზე მთავარია ფიქრი არ შეწყვიტო, ყოველთვის ეძებე გზები იმის გამოსასწორებლად რაც არ მოგწონს, დაისახე მიზანი და მიყევი, არავის არ მისცე უფლება რომ დემოტივატორი იყოს შენთვის, ვინც შენს კლასში ხუთოსანია იმას სავარაუდოდ 10 წლიანი ფორა აქვს უკვე და მაგათზე გატოლებით ნუ დაიწყებ, გრძელვადიანზეც იფიქრე მაგრამ, აუცილებლად დაისახე მოკლევადიანი მიღწევადი გეგმებიც რომ საკუთარმა დიდმა გეგმებმა არ გაგიწიოს დემოტივაცია

    საბოლოოდ: იფიქრე, დაგეგმე, იშრომე, მიაღწიე სხვა გზა არ არის :)

    წარმატებები :)

    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
33 ქულა
10 ქულა
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა
3 ქულა