• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

როგორ ავხსნა სიზმარშ გველები და ხვლიკები?

სად შემიდზლია ვნახო ამ სიზმრის ახსნა ან თუ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი კიტხვა ასეთია: ერთი კვირის წინ ვნახე ბევრი გველი ერთად მაგრამ არ შემშინებია აერადა ძალიან მეშინია გველის სამი ოტხი დღე განმეორდა ეს სიზმარი დღეს კი ვნახე ანალოგიური მაგრამ ამჯერად ხვლიკები და შემდეგ ორივე ერთად. გთხოვთ დამეხმარეთ
6 წლის წინ 17905 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • გტხოვთ დამეხმმარეთ
    0
    0
  • გველი - სიზმარი გველებზე, ნებისმიერი ფორმით, ბოროტების მაუწყებელია, თუ გველი ვიღაცას თავზე ესხმის–ბედთან ბრძოლისა და სინდისის ქენჯნის ნიშანია. სიზმარში გველის მოკვლა ნიშნავს, რომ ისწავლი ნებისმიერი, ყველაზე მცირე შესაძლებლობის შენს სასარგებლოდ გამოყენებას, ასევე, სხვა ადამიანების ინტერესების დასაცავად. სიზმარში გველებს შორის სიარული ცხადში ნიშნავს, რომ იცხოვრებთ ავადმყოფობისა და ვიღაც ადამიანთან ურთიერთობის მუდმივ შიშში, რომელიც ცდილობს თქვენი ადგილი დაიკავოს ბიზნესში. თუ გველები გკბენენ–ცხოვრებაში შეგიპყრობთ ბოროტი გრძნობა, ხოლო მტრები შეძლებენ თქვენს ბიზნესში ხელის შეშლას. შესაძლოა, სიზმარში ნახეთ, მწვანე ბალახიდან როგორ გამოძვრა ბრტყელლაქებიანი გველი, თქვენ სწრაფად გადახტით, ის კი გაცოცდა. შემდეგ თქვენ დაგავიწყდათ ეს ინციდენტი, გველი კი ხელახლა მოგიახლოვდათ, ზომაში გაიზარდა და თქვენი ტოლი გახდა. თუ სიზმარში, წუთიერი დაბნეულობის შემდეგ, შეძელით თავიდან აგეცილებინათ თავდასხმა და ის მხედველობიდან დაკარგეთ, ე.ი რეალურ ცხოვრებაში თქვენ ყურადღებას ზედმეტად გაამახვილებთ ავადმყოფობასა და უსიამოვნებაზე, მაგრამ ნუ აღელდებით, ყველაფერი კარგად დამთავრდება, ხოლო თქვენ მიერ აღებულ უსარგებლო ვალდებულებებს უკუაგდებთ. თუ სიზმარში ხედავთ, რომ გველი გარს გევლებათ და თქვენი დაკბენა უნდა–ცხადში უძლური იქნებით მტრების წინაშე ან გელით ავადმყოფობა. თუ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ მასთან, ე.ი. შეძლებთ მტრებთან გამკლავებას. თუ სიზმარში ნახეთ, რომ თმები გადაიქცნენ გველებად, მაშინ ის ინციდენტი საქმეში, რომელიც უმნიშვნელოდ მიგაჩნდათ, ძალიან აღგაშფოთებთ. თუ გველი დაიგრაგნა უცნაური გორგალივით, მიანიშნებს უსიამოვნებაზე იმ შემთხვევაში, თუ, მთელი თქვენი ნებისყოფის მოკრეფით, მისდამი განეწყობით გულგრილად და მშვიდად. დაინახოთ ან დაადგათ ფეხი გველს ბანაობისას ან მდინარეზე გადასვლისას, ნიშნავს, რომ სიძნელეები და უსიამოვნებები დაგხვდებათ იქ, სადაც მას არ მოელოდით. თუ გველი ვინმეს კბენს–თქვენი კრიტიკით მეგობარს გაანაწყენებთ. პატარა გველის ნახვა ნიშნავს, რომ ძალიან სტუმართმოყვარე და კაცთმოყვარე იქნებით იმ ადამიანებთან, რომლებიც საიდუმლოდ ცდილობენ თქვენი და თქვენი შორსმიმავალი გეგმების დისკრედიტაციას. თუ თქვენ ხედავთ გველებთან მოთამაშე ბავშვებს, ეს ნიშნავს, რომ სავსებით არ შეგიძლიათ მტრისა და მოყვრის გარჩევა. თუ ქალი გრძნობს, რომ ბავშვმა თავზე დაადო მოსისინე გველი– შეეცდებიან მის დაყოლიებას, რათა თავისი საკუთრება დაუთმოს სხვას, ვითომდა, მის სასარგებლოდ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ გაეხვა ინტრიგაში, რომლიდანაც მხოლოდ მისი მტრები ისარგებლებენ. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ წამოყო გველმა თავი ბილიკზე, რომელზეც ახლახან თქვენმა მეგობარმა გაიარა–ცხადში გახსნით როგორც თქვენი, ისე მეგობრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას. სიზმარში ისეთი სიტუაციის ნახვა, რომელშიც თქვენი მეგობარი აკონტროლებს გველის ქცევას, ნიშნავს, რომ თქვენ მოკავშირედ შეიძენთ ძლიერ სააგენტოს, რომელიც თქვენზე იმუშავებს და დაგიცავთ არასასურველი ყურადღებისაგან. თუ ქალი აჰიპნოზებს გველს–თქვენი უფლება საფრთხის ქვეშ დადგება, მაგრამ დაგიცავენ კანონი და გავლენიანი მეგობრები.
    1
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
30 ქულა
13 ქულა
9 ქულა
8 ქულა
8 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა