• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

რა არის სიკეთე - ძალა თუ სისუსტე

სასწრაფოდ დამაწერინეთ რა
11 თვის წინ 139 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • სიკეთე უსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები. მას საზღვარი არ აქვს, იგი ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი და მადლია. მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლა ყოვლის შემძლე მთის მწვერვალისაკენ. იგი ღვთისაგან მოდის და ადამიანებში სახლდება. სიკეთე შემოივლის მთელ დედამიწას და მადლით სავსე კვლავ უბრუნდება უფალს.
    სიკეთე სიყვარულია, უფლისა და ადამიანის კავშირი სიყვარულით ხორციელდება, იგი ღვთითკურთხეული ძალაა, მხოლოდ წრფელი გრძნობებით შეიძლება ღმერთთან დაახლოება. სიყვარულია გზა მოწყალე უფლის იდუმალებით მოცული ბილიკისაკენ. გიყვარდეთ, ხალხნო, ერთმანეთი! რადგანაც სიყვარული შობს სიყვარულს, სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას. მაინც რა არის სიკეთე? სიკეთე თავად სიცოცხლეა. ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი-მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია. სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია.
    დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისგან ნაბოძები ნიჭი და უნარი დედამიწაზე! ძლიერია ადამიანი, რომელიც თავისი ძლიერების დემონსტრირებას სუსტის დაჩაგვრით არ ახდენს, რომელსც გააჩნია საკუთარი პრინციპები და მათ არასოდეს არ ღალატობს, არის სულიერად თავისუფალი და საკუთარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის ამღები.ძლიერი ადამიანი არის პიროვნება , რომლესაც სწამს ღმერთის , მიისწრაფის მისკენ , ყოველდღე სიკეთეს აკეთებს რათა ღმერთის გვერდით იყოს... ადამიანზე შეიძლება ითქვას ფიზიკურად ძლიერი არისო , როცა ის შეეჯიბრება თავისი ძალების მქონე ადამიანს და გაიმარჯვებს ამ შეჯიბრებაში ... ადამიანი სულით ძლიერი მაშინ არის , როცა სწამს ღმერთის და ლოცულობს ყოველთვის , ადამიანი ძლიერი მაშინ არის როცა სწამს ლოცვის ძალის და იმის , რომ თუ სიკეთეს გააკეთებ ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოვებს , მე არ ვგულისხმობ ფულად ჯილდოს , მე ვიგულისხმე სულიერი ჯილდო. იმედია გამოგადგებაა :)) <3
    0
    0
  • სიკეთე ჩემთვის არის,
    როდესაც ეხმარები ადამიანს უცნობს ნაცნობს და იმისგან არაფერი არ გინდა.
    სიმართლე ყოველთვის კარგია და ამის არ უნდა გეშინოდეს ადამიანს.
    ნათელია სული როდესაც არაა ეჭვიანი, შურიანი და ბოღმა.
    უმაღლსი მორალი მაშინ აქვს ადამიანს როცა ბვშვებს და მოხუცებს პატივს სცემს.
    დიდი ზნეობა არის წინაპართა პატივიცემა.
    სიყვარული არის ამაგი! :))
    0
    0
  • სიკეთე და თანაგრძნობა - ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში. ის ბოროტება, რომელიც მოაქვს გესლიან ლაპარაკს, ცივ გულგრილობას მოყვასის მიმართ, სხვის გრძნობათა არგაგებას, გამუდმებულ ეჭვიანობას - ყოველივე ეს ნელდება და იფარება მხოლოდ კეთილი სწრაფვით, მარტოოდენ სიყვარულის გამოვლენით. სიყვარული ადამიანში სიკეთეს ეძიებს და არა ბოროტებას, ხოლო იქ, სადაც ვერ პოულობს სიკეთეს, დასტირის ბოროტებას და ცდილობს მის გამოსწორებას, ნაცვლად იმისა, რომ განიკითხოს. ნამეტნავი ჩვენი საუკეთესო გრძნობებისა ცოცხალ ჭავლად გარდამოვალს ჩვენს მოყვასზე. გვიყვარან რა ისინი, საკუთარ თავს მათ ადგილას ვაყენებთ და ისე ვექცევით, როგორადაც ვისურვებდით, ჩვენ მოგვქცეოდნენ. ჩვენ გვტკივა მათი წუხილი და ნაკლულოვანებანი, ვითარცა საკუთარი.უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაშიყოველგვარი სიკეთე ღვთის განგებულებით მოდის, ხოლო ფარულად მიდის უმადურებისაგან, უგუნურებისა და დაუდევრებისაგან...


    სიკეთე - გზა სრულყოფილებისაკენ!
    ყოველი ადამიანის სული ბუნებით მოწოდებულია ცხონებისაკენ და მიწიერი ცხოვრების მანძილზე მთელი თავისი არსებით მიელტვის სიკეთეს, ყველგან ცდილობს, შეკრიბოს, მოიხვეჭოს, იპოვოს სიკეთე. ეს სიკეთე ძაფივითაა, რისგანაც ადამიანი სამოსელს იქსოვს საქორწინო დარბაზობისთვის, რათა შემოსილი წარსდგეს ღვთის საყდრის წინაშე და მარადიულად დარჩეს ასეთად.
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
23 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა