• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

აუ ნაწყვეტი პოემიდან "აჩრდილი" 1,2 და 3 თავის ანალიზიმინდაა

აუ ნაწყვეტი პოემიდან "აჩრდილი" 1,2 და 3 თავის ანალიზი მინდაა ძაანმჭირდება <33
22 დღის წინ 68 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • ლირიკული გმირი საკუთარ თავს საქართველოს თანმდევ უკვდავ სულს უწოდებს და წუხს ქვეყნის აწმყოზე. იგი იხსენებს ქვეყნის წარსულ დიდებას და აწმყოზე გული სწყდება
    ის ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ დროს იყო ძლიერი და თავისუფალი, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა და ტრაგედია ისაა, რომ ქართველ ხალხს მისი აღდგენის იმედი გადაწურული აქვს
    ბოლოს კი გვეუბნება, რომ სანამ ქართველები ზოგად ცხოვრებაში გაურკვეველნი და გაუნათლებელნი იქნებიან, უამრავ ცრემლს ამაოდ დაღვრიან და დაიტანჯებიან, მაგრამ მაინც არ ირწმუნებენ ქვეყნის აღდგენას
    ეს პირველის და სხვები მეზარება :დდდდ
    1
    0
  • არ ვიცი კარგია თუ არა მაგრამ რაც არი იყოს მარტო 1 ნაწილია ....... ილია ჭავჭავაძეს ამ პოემაში მყინვარზე გამოეცხადა მოხუცი კაცი რომელიც არის საქართველოს უკვდავი თანამდევი სული, მისი ბედის თანაზიარი. მოხუცი ამბობს, რომ ტანჯული საქართველოს შემხედვარე ისიც იტანჯებოდა და უტირია კიდეც სამშობლოსათვის.
    სამშობლოს პატრიოტი შეჰნატრის საქართველოს წარსულს როდესაც ის იყო გაბრწყინებული, ძლიერი, თავისუფალი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მტვერივით გაიფანტა, ისევე როგორც ხალხის რწმენა, განწირულონის წყლული ჩასდგომია გულში და როგორც გაუქმებული ტაძარი ისევე მარტო მიაგდეს საქართველო. საქართველოს შვილმა ჯერ უნდა გაიკვალოს ცხოვრება მის არსს ჩასწვდეს და ირწმუნოს ქრისტეს მცნება.მანამდე კი ის უიმედო მა შეწუხებული ივლის ქვეყნად მწარე ცრემლს დაღვრის, და არ ირწმენს საქართველოს კვლავ აღდგენას და აყვავებას. ეს ურწმუნოება და ტანჯული ცრემლი მოწმობს ხალხის უძლურებას.
    1
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
13 ქულა
10 ქულა
9 ქულა
7 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა