• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

მართლა ვერ გამიგია რა უნდა...

მეგობარი მყავდა,დასავით,ჩემთვის თავსაც გასწირავდა ალბათ.ამ ბოლო დროს ვატყობ სულ ცდილობს მოტივაცია,საკუთარი თავის რწმენა დამაკარგინოს- „ხუმრობით“ ჩემს ნაკლებზე მიმითითებს, ცდილობს შენიშვნები მომცეს, არაფრით შეცვლილხარ ისევ ის ხარო(ცუდი გაგებით) ჩვენი სიახლოვის გამო იცის ჩემს პრობლემებზე და სულ მიმანიშნებს რო სულ ეგრე იქნება.იმას ვფიქრობ იქნებ შურს რამე? მასზე წარმატებული ვარ სწავლაში,მიზნები მაქვს დიდი და ეგეც იცის,გარეგნობითაც არ ვარ ცუდი და თვითონ ძაან ჩაკეტილი და უხალისოა,მწყინს და საერთოდ დანახვა აღარ მინდა მისი,თქვენი აზრით რატოა ესე? თქვენ როგორ მოიქცეოდით ?დღეებს მიშხამავს!
23 დღის წინ 109 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • დაცინვით და აგდებით მელაპარაკება,მამცირებს...მე მაგალითად იმ ადამიანს მოვექცეოდი ასე ვისიც მშურს ან რაღაცის გამო ვერ ვიტან,რა მიზეზი მივეცი ვერ ვიგებ,ესე მგონია გასიებულია რაღაც ცუდით და მომენტი რო მიეცემა სიხარულით გადმოანთხევს ხოლმე გესლს
    0
    0
  • სანამ უფრო დაიძაბება ურთიერთობა, ერთხელ გაიხმო გვერდზე და მაგ ყველაფერზე დაელაპარაკო, უთხარი რომ მისი სიტყვები გულზე გხვდება და არასასიამოვნოა, პირდაპირ მოსთხოვე რა უნდა, ამდენ შემოვლას ამოანთხიოს ბოღმა თუ რამე აქვს, დაქალი იყო შენ უკეთ გამძებნი სიტყვებს რაც უნდა უთხრა და შემდეგ როგორ იმოქმედო, მსგავსი უეღტიერთობები მომავალშიც არაერთი იქნება. ადამიანები იდეალურები არ არიან, იცვლებიან, ისე რომ უბრალოდ რაც იყვნენ იმას ივიწყებენ. თუ თქვენს ურთიერთობას წერტილის დასმა უწერია, ჯობს ახლავე გააკეთო ეს, პირში ტყუილად სიცილს და ზურგს უკან ლაპარაკს და ეჭვებს. იმედია ჩემი სიტყვები ცოტა მაინც დაგეხმარება. წარმატებებს გისურვებ :)
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
2 ქულა
2 ქულა