• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

აბოს 2 თავის პერიპრაზი იცით ვინმემ?

ბავშვებოოოო <3 აბოს 2თავის პერიფრაზი თუ ვინმეს გიწერიათ დამიწერეთ რა <3 <3 ^_^
3 თვის წინ 43 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • ამ დროს ქართლის ერისთავი იყო ნერსე, ადარნასე კურაპალატისა. იგი თავისთან მოიხმო მუმნი აბდალა ამირამ, რომელიც ბაღდადში იმყოფებოდა და ბოროტი ხალხის დასმენის შემდეგ ციხეში ჩასვა. სამი წლის შემდეგ ღვთის ნებით ამირა გარდაიცვალა, და მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა მაჰდიმ, რომელმაც ნერსე გაანთავისუფლა. ერისმთავარი ქართლში დაბრუნდა.
    ამ დროს თბილისსში ჩამოვიდა მაჰმადიანი აბო ბაღდადიდან და იგი ნერსესთან დასახლდა. ის ახალგაზრდა 17- 18 წლის თუ იქნებოდა აბო ხელოვანი იყო,ნელსაცხებლების შემზავებელი, სარკინიგზოთა წიგნების მცოდნე. მან დატოვა მამა, დედა, ძმები, და დები, ნათესავები და ქონება. ყველაფერი ქრისტეს სიყვარულისთვის. მან შეისწავლა ქართული მწიგნობრობა და ენა. მაშინ უარყო მაჰმადის რჯული და მიიღო ქრისტიანობა, თუმცა თაავიდან მალავდა და საიდუმლოდ მარხულობდა.
    იმ დღეებში სარკინოზთა ხელმწიფე განრისხებული იყო ნერსეზე და დევნიდა მას. უფალმა დაიცვა ერისმთავარი მტრისაგან და იგი დარიალის გავლით სამას კაცთან ერთად ხაზარეთში გადავიდა სადაც მას აბოც გაჰყვა.
    ხაზარეთის მეფე დიდი პატივისცემიტ შეხვდა ნერსეს, დააპურა და შემოსა მისი ამალა. აბოც სწორეს ხაზარეთში მოინათლა. შემდეგ ერისთავი ევედრებოდა რომ აფხაზეთში გაშვა იგი მეფეს, რადგან დედა, ცოლ-შვილი და მისი ოჯახის წევრები იქ ჰყავდა გახიზნული. ღმერთმა დაამშვიდა მეფე და დართო ნება, რომ წასულიყვნენ.

    როდესაც ჩავიდნენ აფხაზეთში ლეონ მეორე მათ დიდი სიხარულით შეეგება. აბოს ამბავი რომ აუწყეს ფრიად განიხარა. ნეტარი აბო კი ღმერთს მადლობას სწირავდა რამეთუ იხილა მხარე სადაც ყველა ქრისტიანი იყო. ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ ამირა მაჰდიმ ღვთის წყალობით ქართლის ტახტზემისი დისშვილი, სტეფანოზი გურგენის ძე მოავლინა. ეს ამბავი რომ ნერსემ გაიგო ძალიან გაუხარდა და ჩქარობდა ქართლშიი დაბრუნებას. როდესაც წასასვლელად მზად იყვნენ აფხაზეთის მეფემ დარჩენა სთხოვა აბოს რამეტუ ეშინოდა სარკინოზებს ისევვ არ დაეშორებინათ ქრისტიანობას. აბომ უარი უთხრა და სახარებიდან შემდეგი ფრაზა გაიხსენა: “სანთელს არა მაგიდის ქვეშ, არამეედ მაგიდაძე ანთებენ , რათა ირგვილ ყველაფერი გაანათოს”. ლეონ მეფემ ვერაფერი უპასუხა და გამოუშვა ქართლში.
    თბილისში დაბრუნებული აბო უკვე აღარ მალავდა რომ ქრისტიანიი იყო. ეს ამბავი რომ სარკინოზებმა გაიგეს ზოგი კიცხავდა მას, ზოგი აგინებდა ზოგიც დაყვავებით ცდილობდა აბოს შეცდენას.
    https://toptemebi.wordpress.com/2015/10/01/qartlad-shemosvlai-da-natlisgebai-wmindisa-abosi-ქართლად-შემოსვლაი/
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
30 ქულა
16 ქულა
10 ქულა
10 ქულა
7 ქულა
7 ქულა
7 ქულა
6 ქულა
5 ქულა
5 ქულა