ძალიან ძალიან საშინელ დღეში ვარ

ძალიან ძალიან საშინელ დღეში ვარ

კითხვა N1000750 2 პასუხი ბოდიშს ვიხდი, ვიცი, მძიმე თემაა მაგრამ... გთხოვთ დამეხმარეთ. ვარ 17 წლის გოგო. ცუდ დღეში ვარ. დღეს, მისაღებ ოთახში ვზივართ მე და ჩემი 7 წლის ძმა და მესმის სამზარეულოდან (რომელიც დაშორებულია მისაღები ოთახიდან) ჩურჩულით საუბარი. კარგად დავაკვირდი, ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობდნენ დედა და მამა, მეც არ ვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ გარკვევით გავარჩიე მათი საუბრის თემაც და სიტყვებიც, რომლებიც იმაში მდგომარეობდნენ, რომ დედა არის ორსულად და დედაც და მამაც ასე “ცივსისხლიანად” გეგმავენ აბორტს. ელდა მეცა. ზუსტად მივხვდი, ბავშვის მოშორება გადაწყვიტეს. ერთსაც არ უთქვამს საპირისპირო. დაბნეული და გულნატკენი ვარ. 17 წლის გოგოს დედობაზე მსჯელობის და გათხოვილი ქალის გაკრიტიკების პრეტენზია ალბათ არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, არ გვქვია მატერიალურად გაჭირვებულები. ცოლ-ქმარი ორივენი საღსალამათები და ახალგაზრდები არიან. მარტო ორი შვილი ვყავართ, ჩვენც ჯანმრთელები და ლამაზები. საკმაოდ ბევრი ნათესავი. ამას სატრაბახოდ ხომ არ ვყვები, არა, მაგრამ მიზეზი არ გააჩნიათ, ჩასახული სიცოცხლე მოკლან. ვერ ვხვდები ჩემ თავს რა ხდება, ჯოჯოხეთია. და რის გამოც თქვენ მოგმართეთ, ისაა, რომ ყველაზე მეტად საკუთარ თავზე მეშლება ნერვები და რჩევა მჭირდება: ვერ ვპოულობ საკუთარ თავში ძალას რომ მივიდე დედაჩემთან და ვუთხრა: “გავიგონე, რომ ახალ ამბავს მალავ, ფეხმძიმედ ხარ და გთხოვ ნუ მოკლავ მაგ პატარას”. გაყინული ვარ ერთ ადგილას. ძალიან მრცხვენია იმისიც რომ ხმა არ ამოვიღო და იმისიც, რომ ჩავერიო ცოლ-ქმრის შეთანხმებულ ნებაში, რომ მესამე შვილი არაფრად უნდათ. დედაჩემი აუწერელად ცივი ქალია, უსიყვარულოდ გამზარდა, ტირანიაში და შიშში, მამაჩემი კი ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ის ტიპია, ყველაფერი ფეხებზე რომ კიდია. კიდევ ერთი ფაქტორია, ორივენი ურწმუნოები არიან, ასე რომ რომც ვუთხრა, დიდ ცოდვას იდენთ-მეთქი და ჩასახულ ბავშვს უკვე სული გააჩნია მეთქი, ყურს არ დამიგდებენ. თან, რაღაცნაირად, მრცხვენია, რომ ამხელა ხალხს მორალი ვუკითხო არადა რა დროს დამორცხვებაა, რა მჭირს. მშობლების სიცივემ კომპლექსებიან ადამიანად აღმზარდა. რელიგიას რაც შეეხება, დავუშვათ, ვითომ და ღმერთი არ არსებობს ამქვეყნად, მაინც რატომ უნდა მოკლა შენი სისხლი და ხორცი მუცელში, როცა შეგიძლია რომ სიცოცხლე აჩუქო? ზედმეტებში გადავედი, მაგრამ ვინმეს თუ არ გავუზიარე, გავგიჟდები. ალბათ გაიფიქრებთ, ადექი და სთხოვე დედაშენს, რა დროს კომპლექსები და დედის შიშიაო, გეთანხმებით, მაგრამ ვერ ვბედავ.. არ მემორჩილება თავი. ყბა მიკანკალებს როცა ამოღერღვას დავაპირებ. თითქოს, ჩემი საქმე არაა-მეთქი ასეთი გრძნობა მაქვს და მითხარით ვცდები ხომ? რას ფიქრობთ, რა ვიღონო? ტვინი არ მიმუშავებს და იქნებ რამე ხერხი მოიფიქროთ.. რატომ ვარ ასეთი მხდალი...