გთხოვთ არ გაატაროთ.

გთხოვთ არ გაატაროთ.

კითხვა N1000913 10 პასუხი მოკლედ...ძალიან ნერვიული ვარ.ყველაფერზე ნერვები მეშლება.პატარა კამათშიც რომ ჩავება და ვინმე არ დამეთანხმოს მაშინვე კანკალი მივარდება.პატარა წვრილმანები მაღიზიანებს.მაგალითად როცა ვინმე იცინის ან რამე კარგზე საუბრობს.თავიდან უბრალოდ მარტოსულობით გამოწვეული ეგოიზმი მეგონა,მაგრამ ახლა ვხედავ რომ სხვა რამეებიც მაღიზიანებს.თუნდაც ცემინება,ხველება,ან ჭურჭლის გაჭახუნება.რეფლექსებიც გამომიმუშავდა,ასეთ დროს უნებლიედ ან ფეხს დავაბაკუნებ,ან თავს გავაქნევ.ასეთი პრობლემა მაქვს გაკვეთილის მოყოლის დროსაც.ვნერვიულობ,ვკანკალებ,ფერი მეცვლება და ყველაფერი მავიწყდება.საერთოდ სულ დაძაბული ვარ და ბევრი ხალხი თუა გარშემო საერთოდ ვერ ვისვენებ.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სულს მაცლიან.ძალიან არ მომწონს ჩემი ხასიათი,უმიზეზოდ გაბრაზებამ ბევრი კარგი ადამიანი დამაკარგვინა.რა შემიძლია ჩემს თავს ვუშველო? თავის კინტროლის რაიმე მეთოდი თუ არსებობს დამეხმარეთ.გარშემო ყველას ვაფრთხოვ და მალე ალბათ ისე დამთავრდება,რომ სულ მარტო დავრჩები.