ჩემი ახალი მოთხრობააააააააააა^^

ჩემი ახალი მოთხრობააააააააააა^^

კითხვა N982107 0 პასუხი „მაგიურები“-ავტორი:Devid EvilDev (ნაწილი პირველი:ახალი ნადავლი) დილის ცხრა საათია, ოთახი ჟალუზების წყალობით მთლიანად ჩაბნელებულია, თუმცა ამ სიბნელეში მაინც შეიმჩნევა ორი საწოლზე მწოლი სიულეტი, ეს ლუსია, მის გვერდით კი ახალი თაყვანისმცემელი, სავარაუდოდ ლუსის მისი სახელი არ ახსოვდა და საერთოდ თვლიდა კიდეც რომ მისი სახელის ცოდნა არც იყო საჭირო. ეს ხომ უბრალოდ გართობა იყო...ლუსის მშობლები მისი დაბადებიდან ხუთი წლის თავზე გარდაიცვალნენ, ძალიან უცნაური მიზეზით, ლუსი კი ხუთი წლიდან ბებიასთან იზრდებოდა, როდესაც იგი თექვსმეტის გახდა გადაწყვიტა კოლეჯში ჩაებარებინა, კოლეჯში რომ მარტო არ ყოფილიყო თან მისი საუკეთესო მეგობრები მარია და სამანტა გაჰყვნენ, მათ სწავლა არ ადარდებდათ, რადგან მათ უკვე ჰქონდათ ცოდნა, ცოდნა რომელსაც ისინი წიგნებიდან ვერ მიიღებდნენ...ახლა კოლეჯის საერთ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, მარია და სამანტა გვერდითა ოთახში იყვნენ, ლუსის ოთახის მეზობელი კი უკვე რამოდენიმე კვირაა რაც არ გამოჩენლია, ამ მოვლენას კი ლუსი თავის სასარგებლოდ იყენებდა და მისი ოთახის მეზობლის საწოლს რომელიც მის საწოლთან იყო მიტყუპებული თაყვანისმცემელი ბიჭებისთვის ინახავდა...ლუსი საწოლში ნებივრობდა, გვერდით მწოლიარე უცნობ ბიჭს კი როგორ ეტყობოდა ღრმა ძილით ეძინა, ასე გაგრძელდებოდა უსასრულობამდე რომ უეცრად ლუსის კარზე კაკუნის ხმა არ ოფილიყო, ლუსიმ უეცრად თვალები დააჭყიტა, საწოლიდან წამოხტა და სრულიად შიშველი კარისკენ გაემართა, კარი გააღო და კართან მისი საუკეთესო მეგობრები: მარია და სამანტა დაინახა, ლუსის ეს არ გაუკვირდა, კარი ბოლომდე შეაღო და სტუმრებს ხელით ანიშნა რომ შიგნით შესულიყვნენ, ყოყმანის გარეშე ლუსის მეგობრები ოთახში შევიდნენ. მარია წითური იყო, მისი სახე ანგელოზის სახეს მოგვაგონებდა თუმცა შინაგანად ანგელოზის არაფერი ეტყობოდა, სამანტას მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა, ცუდი მხედველობის გამო სათვალეები ეკეთა, მართალია ამის გამოსწორება მას წამებში შეეძლო თუმცა ამას არ აკეთებდა, ის თვლიდა რომ სათვალეები მას ერთგვარ ხიბლს ანიჭებდა. გოგონები ოთახში ცოტახნით ასე იდგნენ, დუმდნენ, მოგვიანებით კი ეს დუმილი სამანტამ დაარღვია: -რა ქვია? გემრიელად გამოიყურება. -მერავიცი... სახელებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ-ირონიული ღიმილით უპასუხა ლუსიმ მეგობარს და შავი თმები უკან გადაიწია. -მგონი ჯობს, რომ დავიწყოთ-თქვა მარიამ და დამაინტრიგებელი თვალებით ლუსის შეხედა. -დავიწყოთ-დაეთანხმა ლუსი-მანამდე კი ჯობს რომ ჩავიცვა. გოგონებმა მას თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ლუსიც გარდერობისკენ აემართა კარი გააღო და შიგნით შეძვრა, საკმაოდ დიდი გარდერობი ჩანდა, რამოდენიმე წამის შემდეგ კი ლუსი გარდერობიდან გამოვიდა, შავი კაბა ჩაეცვა, გრძელი სახელოებითა და ბოლოებით. ახლა ლუსი ძალიან გავდა სიბნელეში გამოკვეთილ სახეს, ამ შავ ფერებში თეთრად მხოლოდ სახე ამოჰკვეთოდა. -კარგად გამოიყურები ფისუნია-ერთგვარი კომპლიმენტი ესროლა სამანტამ. -დებილი ხარ-ოდნავი ხელის კვრით და ღიმილიანი სახით დასზინა მარიამ სამანტას. -მადლობ...მგონი ჯობს რომ დავიწყოთ-თქვა ლუსიმ და საწოლისკენ გაემართა. უცნობ ბიჭს ისევ ღრმა ძილით ეძინა, ლუსიმ მას ზეწარი მთლიანად გადახადა და იქვე მოისროლა, ბიჭი საწოლში შიშველი იწვა.მარიამ იგრძნო რომ სამანტა კიდევ რაღაცას უაზროს იტყოდა და ხელი კრა: „არ გაბედო ძუკნავ“. -კაი ხო...როგორი უჟმური ხარ-მხარს ზემოდან გადახედა სამანტამ მარიას. -გეყოთ-დაიყვირა ლუსიმ-დრო არ იცდის, უნდა დავიწყოთ. გოგონებმა მას შეხედეს, დაეთანხმნენ და საწოლის გარშემო შეგროვდნენ. -აქვე?-დაბნეულად იკითხა სამანტამ. -არა სახურავზე-დასძინა მარიამ-აქვე აბა მე ამის თრევის თავი სად მაქ. ლუსიმ ბიჭი გადმოაბრუნა და ზურგზე დააწვინა, ორი თითი(საჩვენებელი და შუა) ბიჭს შუბლზე დაადო და თვითონაც წამიერად თვალები დახუჭა, შემდეგ გაახილა და ეს თითები ნელ-ნელა გამოწია. საოცრება მოხდა, ამ თითებს ბიჭის შუბლი და მთლიანად თავი გამოყვა, თითქოს ახლა ბიჭის მთლიან სხეულს ლუსის ორი თითი აკონტროლებდა. შემდეგ ლუსიმ თითები საწოლიდან მოშორებით გადაიტანა, თან სხეულიც გაჰყვა, მაღლა აწია და ბიჭიც ფეხზე დადგა. ლუსიმ ეს ორი თითი ოდნავ მოხარა და შემდეგ ისევ გაშალა, ამ მოძრაობამ ბიჭს თავი ოდნავ უკან გადააგდო, თუმცა თვითონ სხეულით არ დაცემულა. ლუსიმ მარიას ანიშნა, მარია ბიჭთან ახლოს მივიდა, მაქმანიანი სახელოდან რაღაც გამოიძრო, დანა იყო, სავარაუდოდ ვერცხლის. ცოტახნით მარია დანას ხელში ასე ატრიალებდა, შემდეგ ზურგს უკან გადაწია და უსწრაფესად დაუშვა ბიჭის მიმართულებით, დანა უცნობ ბიჭს პირდაპირ გულში(გულმკერდში) მოხვდა, კიდევ ერთი საოცრება, ბიჭს ამაზე რეაქცია არ ჰქონია, თითქოს გამაყუჩებლებით ყოფილიყო გაბრუებული, თუმცა გამაყუჩებლების მიუხედავად ასეთი ჭრილობა მაინც ტკივილს გამოიწვევდა. მარიამ ბიჭზე დარჭობილი დანა ამოაძრო სახელოზე გაიწმინდა და ისევ მაქმანებში შემალა, ჭრილობიდან სისხლმა დაიწყო ჩქეფა, ამ დროს იქვე სამანტა გაჩნდა, ჭრილობიდან გადმოსულ სისხლს რაღაც ღრმა ქოთანი შეუშვირა, მალე ქოთანი სისხლით შეივსო. -საკმარისია-გააჩერა ლუსიმ-მეტი აღარ გვინდა. -ამას რა ვუყოთ?-იკითხა მარიამ და ფეხზე მდგარი ბიჭი თითის ერთი დადებით ისევ საწოლზე მიაგდო. -როგორც ყოველთვის...დავწვათ-ამის თქმა და სამივე გოგონას ერთდროულად გადახარხრადება ერთი იყო, ეს სიცილი ჩვეულებრივი არ იყო, ეს სიცილი ძალიან ავისმომასწავლებლად ჟღერდა... (პირველი ნაწილის დასასრული) (გაგრძელება იქნება)