ჩემი მოთხრობის პირველი და მეორე ნაწილი ;)

ჩემი მოთხრობის პირველი და მეორე ნაწილი ;)

კითხვა N982419 0 პასუხი „მაგიურები“-ავტორი:Devid EvilDev (ნაწილი პირველი:ახალი ნადავლი) დილის ცხრა საათია, ოთახი ჟალუზების წყალობით მთლიანად ჩაბნელებულია, თუმცა ამ სიბნელეში მაინც შეიმჩნევა ორი საწოლზე მწოლი სიულეტი, ეს ლუსია, მის გვერდით კი ახალი თაყვანისმცემელი, სავარაუდოდ ლუსის მისი სახელი არ ახსოვდა და საერთოდ თვლიდა კიდეც რომ მისი სახელის ცოდნა არც იყო საჭირო. ეს ხომ უბრალოდ გართობა იყო...ლუსის მშობლები მისი დაბადებიდან ხუთი წლის თავზე გარდაიცვალნენ, ძალიან უცნაური მიზეზით, ლუსი კი ხუთი წლიდან ბებიასთან იზრდებოდა, როდესაც იგი თექვსმეტის გახდა გადაწყვიტა კოლეჯში ჩაებარებინა, კოლეჯში რომ მარტო არ ყოფილიყო თან მისი საუკეთესო მეგობრები მარია და სამანტა გაჰყვნენ, მათ სწავლა არ ადარდებდათ, რადგან მათ უკვე ჰქონდათ ცოდნა, ცოდნა რომელსაც ისინი წიგნებიდან ვერ მიიღებდნენ...ახლა კოლეჯის საერთ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, მარია და სამანტა გვერდითა ოთახში იყვნენ, ლუსის ოთახის მეზობელი კი უკვე რამოდენიმე კვირაა რაც არ გამოჩენლია, ამ მოვლენას კი ლუსი თავის სასარგებლოდ იყენებდა და მისი ოთახის მეზობლის საწოლს რომელიც მის საწოლთან იყო მიტყუპებული თაყვანისმცემელი ბიჭებისთვის ინახავდა...ლუსი საწოლში ნებივრობდა, გვერდით მწოლიარე უცნობ ბიჭს კი როგორ ეტყობოდა ღრმა ძილით ეძინა, ასე გაგრძელდებოდა უსასრულობამდე რომ უეცრად ლუსის კარზე კაკუნის ხმა არ ოფილიყო, ლუსიმ უეცრად თვალები დააჭყიტა, საწოლიდან წამოხტა და სრულიად შიშველი კარისკენ გაემართა, კარი გააღო და კართან მისი საუკეთესო მეგობრები: მარია და სამანტა დაინახა, ლუსის ეს არ გაუკვირდა, კარი ბოლომდე შეაღო და სტუმრებს ხელით ანიშნა რომ შიგნით შესულიყვნენ, ყოყმანის გარეშე ლუსის მეგობრები ოთახში შევიდნენ. მარია წითური იყო, მისი სახე ანგელოზის სახეს მოგვაგონებდა თუმცა შინაგანად ანგელოზის არაფერი ეტყობოდა, სამანტას მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა, ცუდი მხედველობის გამო სათვალეები ეკეთა, მართალია ამის გამოსწორება მას წამებში შეეძლო თუმცა ამას არ აკეთებდა, ის თვლიდა რომ სათვალეები მას ერთგვარ ხიბლს ანიჭებდა. გოგონები ოთახში ცოტახნით ასე იდგნენ, დუმდნენ, მოგვიანებით კი ეს დუმილი სამანტამ დაარღვია: -რა ქვია? გემრიელად გამოიყურება. -მერავიცი... სახელებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ-ირონიული ღიმილით უპასუხა ლუსიმ მეგობარს და შავი თმები უკან გადაიწია. -მგონი ჯობს, რომ დავიწყოთ-თქვა მარიამ და დამაინტრიგებელი თვალებით ლუსის შეხედა. -დავიწყოთ-დაეთანხმა ლუსი-მანამდე კი ჯობს რომ ჩავიცვა. გოგონებმა მას თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ლუსიც გარდერობისკენ აემართა კარი გააღო და შიგნით შეძვრა, საკმაოდ დიდი გარდერობი ჩანდა, რამოდენიმე წამის შემდეგ კი ლუსი გარდერობიდან გამოვიდა, შავი კაბა ჩაეცვა, გრძელი სახელოებითა და ბოლოებით. ახლა ლუსი ძალიან გავდა სიბნელეში გამოკვეთილ სახეს, ამ შავ ფერებში თეთრად მხოლოდ სახე ამოჰკვეთოდა. -კარგად გამოიყურები ფისუნია-ერთგვარი კომპლიმენტი ესროლა სამანტამ. -დებილი ხარ-ოდნავი ხელის კვრით და ღიმილიანი სახით დასზინა მარიამ სამანტას. -მადლობ...მგონი ჯობს რომ დავიწყოთ-თქვა ლუსიმ და საწოლისკენ გაემართა. უცნობ ბიჭს ისევ ღრმა ძილით ეძინა, ლუსიმ მას ზეწარი მთლიანად გადახადა და იქვე მოისროლა, ბიჭი საწოლში შიშველი იწვა.მარიამ იგრძნო რომ სამანტა კიდევ რაღაცას უაზროს იტყოდა და ხელი კრა: „არ გაბედო ძუკნავ“. -კაი ხო...როგორი უჟმური ხარ-მხარს ზემოდან გადახედა სამანტამ მარიას. -გეყოთ-დაიყვირა ლუსიმ-დრო არ იცდის, უნდა დავიწყოთ. გოგონებმა მას შეხედეს, დაეთანხმნენ და საწოლის გარშემო შეგროვდნენ. -აქვე?-დაბნეულად იკითხა სამანტამ. -არა სახურავზე-დასძინა მარიამ-აქვე აბა მე ამის თრევის თავი სად მაქ. ლუსიმ ბიჭი გადმოაბრუნა და ზურგზე დააწვინა, ორი თითი(საჩვენებელი და შუა) ბიჭს შუბლზე დაადო და თვითონაც წამიერად თვალები დახუჭა, შემდეგ გაახილა და ეს თითები ნელ-ნელა გამოწია. საოცრება მოხდა, ამ თითებს ბიჭის შუბლი და მთლიანად თავი გამოყვა, თითქოს ახლა ბიჭის მთლიან სხეულს ლუსის ორი თითი აკონტროლებდა. შემდეგ ლუსიმ თითები საწოლიდან მოშორებით გადაიტანა, თან სხეულიც გაჰყვა, მაღლა აწია და ბიჭიც ფეხზე დადგა. ლუსიმ ეს ორი თითი ოდნავ მოხარა და შემდეგ ისევ გაშალა, ამ მოძრაობამ ბიჭს თავი ოდნავ უკან გადააგდო, თუმცა თვითონ სხეულით არ დაცემულა. ლუსიმ მარიას ანიშნა, მარია ბიჭთან ახლოს მივიდა, მაქმანიანი სახელოდან რაღაც გამოიძრო, დანა იყო, სავარაუდოდ ვერცხლის. ცოტახნით მარია დანას ხელში ასე ატრიალებდა, შემდეგ ზურგს უკან გადაწია და უსწრაფესად დაუშვა ბიჭის მიმართულებით, დანა უცნობ ბიჭს პირდაპირ გულში(გულმკერდში) მოხვდა, კიდევ ერთი საოცრება, ბიჭს ამაზე რეაქცია არ ჰქონია, თითქოს გამაყუჩებლებით ყოფილიყო გაბრუებული, თუმცა გამაყუჩებლების მიუხედავად ასეთი ჭრილობა მაინც ტკივილს გამოიწვევდა. მარიამ ბიჭზე დარჭობილი დანა ამოაძრო სახელოზე გაიწმინდა და ისევ მაქმანებში შემალა, ჭრილობიდან სისხლმა დაიწყო ჩქეფა, ამ დროს იქვე სამანტა გაჩნდა, ჭრილობიდან გადმოსულ სისხლს რაღაც ღრმა ქოთანი შეუშვირა, მალე ქოთანი სისხლით შეივსო. -საკმარისია-გააჩერა ლუსიმ-მეტი აღარ გვინდა. -ამას რა ვუყოთ?-იკითხა მარიამ და ფეხზე მდგარი ბიჭი თითის ერთი დადებით ისევ საწოლზე მიაგდო. -როგორც ყოველთვის...დავწვათ-ამის თქმა და სამივე გოგონას ერთდროულად გადახარხრადება ერთი იყო, ეს სიცილი ჩვეულებრივი არ იყო, ეს სიცილი ძალიან ავისმომასწავლებლად ჟღერდა... ... „მაგიურები“-ავტორი:Devid EvilDev (ნაწილი მეორე:სისხლის სანაცვლოდ) -სამანტა მიდი გაყინე ეგ სისხლი-თითით მიუთითა მარიამ სისხლით სავსე ლრნაკზე, რომელიც სამანტას ორივე ხელით ჰყავდა მიხუტებული. -მე?-გაკვირვებით იკითხა სამანტამ. არა ბებიაჩემმა, შენ აბა სხვა ვინ-ყვირილნარევი ხმით უპასუხა მარიამ. -თუ არ შეგიძლია ჩვენ გავაკეთებთ ამას-ოდნავ მკაცრი ტონით დაიწყო ლუსიმ-მაგრამ ასე ვერ განვითარდები, გინდა ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვრო? არა-დარცხვენილი ბავშვის ხმით უპასუხა სამანტამ, შემდეგ მარიას და ლუსის სახეებს შეხედა, მიხვდა რომ მხოლოდ სიტყვა „არა“ არ კმაროდა და განაგრძო-მე თვითონ გავყინავ... სამანტამ ლარნაკი ორივე ხელის ნაცვლად მარცხენა ხელით დაიკავა, მარჯვენა ხელი კი ლარნაკის ზედაპირიდან ათეული სანტიმეტრის მოშორებით გააშეშა. თავიდან მას ხელი უკანკალებდა შემდეგ კი თითქოს გაიყინა, გაიყინა ისევე როგორც ლარნაკში ჩასხმული სისხლი უნდა გაყინულიყო მაგრამ ასე არ მოხდა. საერთოდ არაფერი არ მოხდა, სამანტა დაბენული თვალებით უყურებდა ლუსის, მისგან დახმარებას ელოდა, ლუსი ამას მიხვდა, შეეძლო სამანტას დახმარებოდა, მის მაგივრად გაეყინა თუმცა ეს უკვე დახმარება არ იქნებოდა...ლუსიმ ყოყმანი დაიწყო, ირგვლივ კი დუმილი ჩამოწვა, ამ დუმილს მხოლოდ იქვე საწოლზე მიგდებული უცნობი ბიჭის გვამზე მოსიარულე ბუზების ხმა არღვევდა, ბუზები მარიას მიერ მიყენებულ ჭრილობაზე დაცოცავდნენ, ერთი ორი სახესაც უთვალიერებდა, თუმცა ბიჭს ამოსაწოვი სისხლი აღარ დარჩენოდა, ბიჭს ხომ სისხლი სამმა უცნაურმა გოგონამ აამოწოვა, ახლა კი ერთ-ერთი ამ გოგოთაგანი ამ სისხლის გაყინვას ცდილობდა...დუმილი უეცრად მარიამ დაარღვია: -დროზეთ!!! აქამდე ეს დაწყევლილი სისხლი თავისით გაიყინებოდა-ოდნავ ირონიული ღიმილითა და გაბრაზებით წარმოთქვა მან. -სამანტა კარგად მომისმინე-ახლა უკვე შერბილებულად დაიწყო საუბარი ლუსიმ, მან მარიას უკბილო ხუმრობას ყურადღება არ მიაქცია და ცდილობდა სამანტასადმი გამოხატული იმედგაცრუება დაემალა-თვალები დახუჭე, მოდუნდი, მთელი ყურადღება ამ სისხლზე გადაიტანე, შეიცანი იგი, მისი სრუქტურა, შემდეგ მისი ისტორია, თითოეული წვეთი სად მოძრაობდა, შემდეგ ამ სისხლში სიცივე შთანერგე, შემდეგ ყინვა...მიდი მჯერა რომ შენ ამას შეძლებ. სამანტამ თანხმობის ნიშნად ლუსის თავი დაუქნია, თვალები დახუჭა და კონცეტრირდა სისხლზე, ხელი ოდნავ აუკანკალდა, შემდეგ მისი დამორჩილება შეძლო და ქვასავით გაუშეშდა, სამანტა ცდილობდა სისხლში ღრმად შეეღწია, მან დაინახა სისხლის მიკროუჯრედები, მას ეს არ აინტერესებდა, გადაწყვიტა სისხლის ისტორია გაეგო...ამის მცდელობით მან იმ უცნობი ბიჭის მოგონებები და ფიქრები დაინახა, დაინახა თუ რას ფიქრობდა იგი სიცოცხლის ბოლო წამამდე, ეს ცოტათი დამთრგუნველი იყო...სამანტა კი სენტიმენტებს ვერ იტანდა, მთელი ძალა მოიკრიბა და დაიწყო სიცივის ჩანეგვა სისხლის ყოველ უჯრედში. მარიამ გაიღიმა, ლუსიმ კი ღიმილთან ერთად შეჰქვირა კიდეც: „სამანტა შენ ეს გამოგივიდა“. -რა?-გაოცებისგან იკითხა სამანტამ, მაგრამ შემდეგ მიხვდა თუ ლუსის შეძახილი რასაც ნიშნავდა, მან სისხლი გაყინა, ქოთანში მდგარი თხევადი სისხლი მყარ წითელ მასად გადაქცეულიყო, ქოთანი გარედანაც გაცივებულიყო თუმცა სამანტამ ეს ვერ შეამჩნია რადგან იგი მთლიანად სისხლზე იყო კონცენტრირებული. -ჩემი ძმა ქვევით გველოდება-შეაწყვეტინა ფიქრი სამანტას, იგი ვერ იტანდა ადამიანურ გრძნობებს, ამით ის ძალიან ჰგავდა ლუსის, თუმცა რაღაც გარკვეულ მომენტებში ლუსი შინაგანად ადამიანი ხდებოდა რაც მარიასთვის მიუღებელი იყო. -კარგი წავიდეთ-დაეთანხმა ლუსი და თითი უცნობი ბიჭის გვამისკენ გაიშვირა- ამას რომ დავბრუნდები მერე მოვიშორებ. -მას ლუკა ერქვა-დარდიანი ხმით შეუსწორა სამანტამ-მგონი კავკასიელი იყო. -რა მნიშნველობა აქვს-მიაძახა მარიამ მას, ხელი ჩაჭიდა და კარისკენ წავიდნენ. გოგონების ოთახები მეხუთე სართულზე იყო, მათ ეს ხუთი სართული კიბით ჩაირბინეს, გზად კი კოლეჯის არცერთი მოსწავლე არ შეხვედრიათ. კოლეჯიდან მოშორებით მარიას ძმა, რიჩარდი იდგა, უფროსწორად შავ „მერსედეს ცე-კლასზე“ იყო მიყუდებული და გოგონებს უცდიდა. სამანტამ რიჩარდი შორიდანვე შეამჩნია, სისხლიანი ქოთანი, რომელიც ლუსის მოსახვევით იყო შეფუთული მარიას შეაჩეჩა და რიჩარდისკენ გაექანა, რიჩარდმაც ხელები გაშალა, გოგო კი მას მთელი ძალით ჩაეხუტა: -როგორ ხარ რიჩ-აკანკალებული ხმით და მოციცინე თვალებით კითხა სამანტამ რიჩარდს. -ნორმალურად შენ?-აუღელვებლად უპასუხა რიჩმაც, იგი ხასიათით თავის დას ჰგავდა, შესაძლოა არც მას სჯეროდა სიყვარულის და უბრალოდ სამანტასთვის გულის ტკენა არ უნდოდა, მაგრამ ის ამის დამალვას კარგად ახერხებდა.სამანტამ რიჩარდს ხელები გაუშვა, ცოტახნით ასე უყურებდა თვალებში, მალე მათ გოგონებიც მიადგნენ: -გვრიტებო უნდა ვიჩქაროთ-შეახსენა მარიამ მათ და ლარნაკი ისევ სამანტას შეაჩეჩა. -თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ-წყნარად დაიწყო რიჩმა-მარტო წავიღებ, თან რაღაც სამქეც მაქვს, თქვენი წამოსვლა აუცილებელი არაა. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ სამანტამ გაყინულ სისხლიანი ლარნაკი რიჩარდს შეაჩეჩა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა:„შეხვედრამდე საყვარელო“. რიჩარდმა ლარნაკი მძღოლის გვერდითა სკამზე გადადო, თავად საჭეს მიუჯდა, ღვედი შეიკრა, ძრავა დაქოდა და ადგილიდან მოწყდა. გოგონები ასე იყვნენ გაშეშებულები და რიჩარდს გაჰყურებდნენ. შემდეგ კი ლუსიმ გამოარკვია ისინი ფიქრებიდან: „წამოდით გოგონებო, გვამს მივხედოთ“