13 ხერხი, რომელიც ღამით სიცხისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ

13 ხერხი, რომელიც ღამით სიცხისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ

კითხვა N982452 0 პასუხი 1. შექმენით ჰაერის ნაკადი: ჩართეთ ვენტილატორი საწოლთან და გააღეთ ფანჯარა. 2. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი თეთრეული, რაც ორგანიზმს "სუნთქვის" საშუალებას მისცემს. 3. დაწექით სველი თმით, ასე მეტ ხანს შეინარჩუნებთ სიგრილეს. 4. თბილი ჰაერი ყოველთვის ცივზე მაღლა მიიწევს, ამიტომ რაც უფრო დაბლა წევხართ, მით მეტად ხართ სიგრილეში. შეგიძლიათ საერთოდ იატაკზეც დაწვეთ. 5. გამოიყენეთ სათბურა, ანუ ე.წ. "გრელკა": ჩაასხით მასში წყალი, გაყინეთ და ჩაიდეთ საწოლში. 6. დაასველეთ და გაყინეთ ბამბის ტანსაცმელი და ჩაიცვით საწოლში დაწოლისას - ასე სიგრილეს დიდხანს შეინარჩუნებთ. 7. ტაშტი აავსეთ ცივი წყლით და ჩადეთ მასში ფეხები. 8. ფარდის მაგივრად ჩამოკიდეთ სველი ტილო გაღებულ ფანჯარაზე. 9. სიცხეში საწოლზე უფრო გრილი ჰამაკია. 10. ვენტილატორის წინ დადეთ ყინულის ნაჭრებით სავსე ჯამი, ყინული ნელ-ნელა გალღვება და ოთახს გააგრილებს. 11. გაეხვიე სველ საბანში - გადმოცემის მიხედვით ძველი ეგვიპტელები სიცხისგან სწორედ ამ მეთოდით იცავდნენ თავს. 12. ძილის წინ ბევრს ნუ შეჭამთ - ეს შეამცირებს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სითბოს რაოდენობას. 13. ჩაიცვით სველი და გაციებული წინდები (აუცილებლად ბამბის). ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––Mary13--------------