ჩემი მოთხრობის მესამე ნაწილიიიიიიიიიიიი^^

ჩემი მოთხრობის მესამე ნაწილიიიიიიიიიიიი^^

კითხვა N982459 0 პასუხი „მაგიურები“-ავტორი:Devid EvilDev (ნაწილი მესამე:საჭირო კაცი) გოგონები კოლეჯისკენ დაიძრნენ, ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ, სამივე მათგანი რაღაცაზე ფიქრობდა, მარია ალბათ ფიქრობდა სისხლს რა ბედი ეწეოდა, სამანტა სისხლის პატრონზე იფიქრებდა ბევრს, ლუსი კი სამანტაზე დაიწყებდა ფიქრს, იფიქრებდა ბევრს მასზე: „მან წამიერი სისუსტე გამოიჩინა, ახლა არა მაგრამ მოგვიანებით ეს შესაძლოა მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ...“ ფიქრებში გართული გოგონები კოლეჯის შესასვლელს მიადგნენ, სამანტამ კარი შეუღო დანარჩენებს, როდესაც ლუსი და მარია შევიდნენ სამანტაც მოხერხებულად შეჰყვა მათ და კარი მსუბუქად დახურა. არავინ არ ჩანდა, ირგვლივ. ექვსი თუ შვიდი საათი იყო მზეც ნელ-ნელა ჩადიოდა, როგორც წესი ამ დროს კოლეჯის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ, მაგრამ ეს სამი გოგონა სულ სხვა საქმით იყო დაკავებული. კიბეს აუყვნენ, მეორე სართულზე ავიდნენ, შემდეგ ისევ კიბით მესამე სართულზე ავიდნენ შემდეგ მეოთხეზე...აი აქ კი მათ ერთი გოგონა შეეგება, პირველკურსელი სახელი ამ სამთაგან არავის ახსოვდა. მარიამ დანარჩენებს გონებით რაღაც გაუგზავნა: (მოდი ცოტა გავერთოთ) სხვათაშორის ტელეპატიური შესაძლებლობები მათ დიდი ხანია განვითარებული ჰქონდათ, შეეძლოთ ერთმანეთთან საათობით ესაუბრათ, მაგრამ ისე რომ ხმა არ ამოეღოთ. (ოხ მარია) ეს ლუსი იყო, მან ეს თანხმობის ნიშნად გაუგზავნა, მხოლოდ სამანტასგან ელოდნენ ახლა პასუხს: (კ...კა...კარგით) გონების დაძაბვისა და ბევრი ფიქრის შემდეგ გოგონებმა სამანტას პასუხიც გაიგონეს. გართობას როგორც ყოველთვის მარია იწყებდა: -ჰეი პატარავ საით გარბიხარ?-ძალიან გამომწვევი ხმით მიაძახა გოგონას. -პატარავ? შენზე ერთი წლით უმცროსი ვარ-გოგონას წიგნი ჰქონდა მიხუტებული და ასევე გამომწვევი თვალებით შესცქეროდა მარიას. -გინდა გავერთოთ?-ნელ-ნელა უახლოვდებოდა მარია გოგონას. -რაა? არა, ვერ მიგიხვდით?-გოგონა დაიბნა და მარიას მიახლოვების პარალელურად უკან უკან იხევდა. (ლუსი ახლა შენი ჯერია) ლუსიმ მარიას ფიქრი მარტივად დაიჭირა და მოქმედებაზე გადავიდა: -ამმმმ, კრისტი ხომ? კრისტი გქვია?-ლუსიმ გოგონას სახელი მის გონებაში ამოიკითხა. -კი-გოგონა კიდევ უფრო დაიბნა, ცოტაც და გაიქცეოდა. -გაშეშდი!!!-ეს სამატნა იყო, კრისტის დაუყვირა, ეს დაყვირება ჩვეულებრივ დაყვირებას არ ჰგავდა, ძალიან უცნაური იყო, თითქოს ეს უბრალოდ ხმა კი არა ვიბრაცია იყო. სამანტას დაყვირების მომენტში განსაკუთრებული არაფერი იყო გარდა იმისა რომ კრისტი მართლაც გაშეშდა, თვალები სასწაულებრივად გაუქვავდა, სხეულიც უძრავი გაუხდა. ამ მომენტში გოგონა ძალიან ჰგავდა ქანდაკებას... -ოოოჰ რა სულსწრაფი ხარ-მარიამ შენიშვნა მისცა სამანტას-ჯერ ცოტას კიდევ გავერთობოდით. -კარგი რა, უკვე გაქცევას აპირებდა, თან ის ჩვენ გვიცნობს, მან შენი ასაკიც კი იცის.-დამაჯერებლად დაიწყო სამანტამ. -კარგით ახლა დავაპროგრამოთ-ლუსის სახეზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა-აბა თქვენი აზრები მომაწოდეთ? -მოდი დირექტორი შევაყვაროთ-გულიანად გადაიხარხარა მარიამ. -მე თანახმა ვარ-დაეთანხმა სამანტაც. -კარგით დავიწყოთ-ლუსი გოგონას კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხელებით თავი დაუჭირა და თვითონ თვალები დახუჭა: (ჩვენ არ გვიცნობ, არც არასოდეს გინახივართ, შენ უბრალოდ კოლეჯის მეოთხე სართულის დერეფანში გონება დაკარგე, ეს მთავარი არაა მთავარი ისაა, რომ შენ დირექტორი მისტერ უროლდი მთელი არსებით გიყვარს, ერთი სული გაქვს როდის განმარტოვდები მასთან და როდის დაკარგავ მასთან ქალიშვილობას. ჩვენ არ გინახივართ) ლუსიმ გოგონა(კრისტი) გონებით დააპროგრამა, ლუსის ოდნავ თავი ასტკივდა, მაგრამ ამ გართობის შედეგი მას მხნეობას მატებდა: „სულელი ადამიანები...“ სამანტამ თითები კრისტისთან ახლოს გაატკაცნა, გოგონა იატაკზე დაეცა. მარიამ მას გადააბიჯა და დანარჩენებს ანიშნა: (წამოდით გვეყო გართობა...გვამი გველოდება) გოგონები მას უხმოდ გაყვნენ, კიბეს აუყვნენ, დერეფანი გაიარეს ლუსის ოთახს მიადგნენ, ოთახი ჩაკეტილი იყო, იმისდამიუხედავად რომ ლუსის არ ჩაუკეტავს, ეს არ იყო გასაკვირი რადგან კოლეჯის ოთახებს ასეთი სისტემა ჰქონდა კარი დახურვისას ყოველთვის იკეტებოდა. მაგრამ ამას ერთი მინუსიც ჰქონდა მოსწავლეები რომლებიც გასაღებებს კარგავდნენ დერეფანში უწევდათ ღამის გათენება. თუმცა ეს ამ სამ გოგოთანაგან არცერთს არ მოსვლია, მათ დაკეტილი კარის გასაღებად გასაღები არ სჭირდებოდათ... ლუსიმ ხელი არაბუნებრივად აიქნია და კარიც გაიღო. ბიჭის გვამი ისევ საწოლზე ეგდო, ბუზები კიდევ უფრო მომრავლებულიყვნენ, გოგონები ოთახში შევიდნენ, კარი ამჯერად სამატნამ დაკეტა მაგრამ არა ხელის უცნაური მოძრაობთ არამედ ჩვეულებრივად, ისე როგორც ნორმალური ადამიანები აკეთებენ... -აწევაში დამეხმარეთ-მიმართა ლუსიმ დანარჩენებს. ლუსის ბიჭისთვის ხელები არ ჩაუკიდია, არც შეხებია, მოშორებით იდგა და მისკენ ჰქონდა გაწვდილი ხელი, გვერდით მარია და სამანტაც ამოუდგნენ, მათას ხელი ისევე დაიკავეს როგორც ლუსის ჰქონდა, ლუსიმ ხელი დაძაბა და მოძრაობა დაიწყო, ხელი საწოლის მიმართულებიდან იატაკისკენ გადაჰქონდა, ასეთივე მოძრაობას აკეთებდნენ მარია და სამანტა. ამ მომენტში გასაკვირი ის იყო რომ გოგონების ხელის მოძრაობას ბიჭის სხეული გაჰყვა, ჯერ ჰაერში აიწია, გულმკერდით და მუცლის ღრუთი იყო აწეული როგორც ჩანს, რადგან კიდურები დაბლა ჰქონდა უმწეოდ ჩამოყრილი, ნელ-ნელა სხეული გოგონებმა იატაკზე „დააწვინეს“. ახლა მოდუნდნენ, ბიჭს გარშემო შეიკრიბნენ, მარია ბიჭთან უცნაურად ცაიცუცქა, შბულზე ხელი გადაუსვა და აკოცა. ეს ქმედება ლუსისთვის და სამანტასთვისაც კი იყო გასაკვირი: -მარია რა ჯანდაბას აკეთებ?-ლუსი გაკვირვებული მიშტერებოდა მარიას. სამანტაც გაოცებული იყო თუმცა ხმა არ ამოუღია, თვითონ რომ ეს გაეკეთებინა არავის არ გაუკვირდებოდა... -ეს იმისთვის რომ კოშმარები არ დაესიზმროს-ბოროტულად და ხმამაღლა გადაიხარხარა მარიამ. გოგონებიც აყვნენ,მაგრამ ეს მის უცნაურ საქციელს გამართლებას მაინც არ უძებნიდა. -კარგი დავიწყოთ-მარია ფეხზე წამოდგა და გოგონებს შეხედა. -კარგი-დაეთანხმა ლუსიც და ხელები ხელისგულებით მაღლა ბიჭის სხეულის ზემოთ დაიკავა. იგივე გააკეთა მარიამ და სამანტამაც. შემდეგ ეს ხელები ამოატრიალეს და ხელისგულებით დაბლა დაიკავეს...თვალები დახუჭეს...დაწყებას აპირებდნენ რომ უეცრად კარი ხმაურიანად გაიღო. გოგონები სწრაფად შეტრიალდნენ...ტერეზა იყო, უკან რიჩარდი ედგა სისხლიანი ქოთნით ხელში, ეტყობოდა რომ ძალიან ჩქარობდნენ, ტერეზა ზრდასრული ქალი იყო, დაახლოებით 30-40 წლის იქნებოდა მის ხუჭუჭა თმაში ცოტაოდენი ჭაღარა შეიმჩნეოდა, როგორც ჩანს ეს ის იყო ვის გამოც გოგონებმა ბიჭი „მოკლეს“. გოგონები გაოცებულები შესცქერდნენ მას, ბოლოს კი ტერეზამ წარმოთქვა: -ეს საჭირო კაცია...არ დაწვათ... (მესამე ნაწილის დასასრული) (გაგრძელება იქნება)