123456789101112131415

123456789101112131415

კითხვა N983789 6 პასუხი ''მე არ შემიძლია გავხდე იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ქმრები ცოლებს მეძავებივით აცმევენ, გამოაქვთ სააშკარაოზე ის, რაც დაფარული, სანუკვარი უნდა იყოს. სადაც არ არის პატივისა და ღირსების გაგება, და ადამიანების სიტყვას მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეყრდნო, როცა ისინი ამბობენ “გპირდები”. სადაც ქალებს არ სურთ შვილები, კაცებს კი არ უნდათ ოჯახი. სადაც ლაწირაკებს წარმატებულები ჰგონიათ თავი მამიკოების მანქანების საჭესთან, ხოლო ნებისმიერი, ვისაც ძალაუფლება აქვს, ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ. სადაც ადამიანები ფარისევლობენ, რომ ღმერთის სწამთ, ალკოჰოლის ჭიქით ხელში და თავიანთი რელიგიის სულ მცირე გაგების გარეშე. სადაც ეჭვიანობის გრძნობა სამარცხვინოდ ითვლება, მოკრძალება კი – ნაკლოვანებად. სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული, უბრალოდ პარტნიორის საუკეთესო ვარიანტებს ეძებენ. სადაც ადამიანები უმცირეს წვრილმანსაც არემონტებენ თავიანთ მანქანებში, არ ზოგავენ ამაზე ფულსა და დროს, თავად კი ისე სამარცხვინოდ გამოიყურებიან, მხოლოდ ძვირფასი მანქანა თუ დაფარავს ამას. სადაც ბიჭები მშობლების ფულებს ღამის კლუბებში ანიავებენ, პრიმიტიულ მუსიკაზე მანჭვა-გრეხით, გოგოებს კი ისინი ამის გამო უყვარდებათ. სადაც კაცსა და ქალს უკვე რა ხანია, ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან და ამ ყველაფერს ერთად თავისუფალ არჩევანს უწოდებენ. ხოლო ვინც სხვა გზას აირჩევს, მას ჩამორჩენილ დესპოტად მონათლავენ. მე ჩემს გზას ვირჩევ, მხოლოდ ის არის სამწუხარო, რომ ვერ ვიპოვე ასეთივე გაგება იმ ადამუანებში, რომლებშიც ამას ყველაზე მეტად ვეძებდი…''