chemi motxroba. tu mogewonebat follow!! ))))

chemi motxroba. tu mogewonebat follow!! ))))

კითხვა N984615 11 პასუხი გამარჯობა. მქვია მარი და ვარ15 წლის. 2 თვეში 16–ის გავხვდები. ვცხოვრობ თბილისში მამასთან და და–ძმასთან ერთად. მამას გიგი ჰქვია. ის 23 წლის იყო, როცა ცოლად ნინო(დედაჩემი) მოიყვანა. მალე მათ თოკა შეეძინათ. ის ახლა 20 წლისაა და ამერიკაში სწავლობს . 5 წლის შემდეგ დედა ავარიაში მოხდა და რაღაც დაუზიანდა. ექიმებმა უთხრეს, რომ შვილი აღარ ეყოლებოდა. გიგის და ნინოს ძანიან უნდოდათ გოგო, ამიტომ მე მიშვილეს(2 დღის ვიყავი). 4 წლის შემდეგ ნინომ ტყუპები გააჩინა, გოგო–ბიჭი(ელენე და ლუკა) ისინი ახლა 12 წლისები არიან და ცხოვრებაზე მეტად მიყვარს . 3 წლის წინათ ნინო ქურდმა დაჭრა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამიტომაც სწავლობს თოკა თბილისიდან ასე შორს. ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო ამის გადატანა, მაგრამ გვერდით ორი საუკეთესო მეგობარი მედგა. ლიკა და საბა. ისინი ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტათი მათი მშურს . ორივეს შეყვარებული ჰყავს. ხად სად დადიან პაემნებზე, ხან სად. სულ ბედნიერები არიან. მე კი მათი ბედნიერებით გართული ვგდივარ სახლში და თავში მის სახეს ვადგენ. ლამაზი, ათლეტი, მაღალი, საყვარელი, კეთილი, ჭკვიანი.... თუმცა მგონია, რომ მას ვიცნობ. ....................................................... ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს შეიცვალა. –მარი, ადექი. ხომ დამპირდი ბლინებს გაგიკეთებო. (ელენე) –მაცადე ელე. 8–ზე გაგიკეთებ. –9–ს უკლია 25 წუთი . რა 8? –რაო?–ჩქარა წამოვვარდი, წყალი გადავივლე, ჩავიცვი, ჩანთა ჩავალაგე, ელენეს ბლინები გავუკეთე და კარისკენ გავემართე. –მარი, არ ვიცი რას გიზამ იგივე, რომ განმეორდეს.(მამა)(გუშინ ძალიან,ძალიან გვიან მივედი სახლში.) –მამა, მეც მიყვარხარ – და სკოლისაკენ მოვხიე. .............................................. 5 წუთით მაგვიანდებოდა, როცა სკოლის კართან ვიღაც მაღალი შემეჯახა და ჩანთიდან წიგნები გადმომიცვივდა. დავიხარე, ყველა ავკრიფე და, რომ წამოვიწიე მისი მზერა ჩემსას შეხვდა. მისი სახე, მისი სახე, ძალიან ჰგავდა ვიღაც ნაცნობისას. –შენ?! –იკითხა გაკვირვებულმა, მე კი ისევ გაკვირვებული ვუმზერდი. 1–ლი თავის დასასრული გაგრძელება იქნება... imedia mogewonebat