კითხვა N9955340 პასუხი სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა.. როსტევან მეფის ერთგული ქვეშევრდომი ავთანდილი არ არის მხოლოდ მამაცი გმირი. გარდა იმისა, რომ ის ერთგულია თავისი მეფისა და სამსობლოსი, მისთვის მეგობრობა,კაცთმოყვარეობა, ფიცისა და სიტყვის შესრულება თანაბრად არის წინა პლანზე. ავთანდილი არის მორწმუნე - ის ხშირად ახსენებს ღმერთს და იცის, რომ „ რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“.ის კარგად იცნობდა როსტევანს და იცოდა,რომ თუ პირდაპირ ეტყოდა თავისი განზრახვის შესახებ, შესაძლო იყო მას არ გაეშვა ასე შორს უცხო მოყმის საძიებლად... ამიტომ მან გადაწყვიტა გაპარულიყო და ასე მოეყვანა თავისი ჩანაფიქრი სისრულეში - წასულიყო ტარიელის დასახმარებლად. მან დაწერა ანდერძი და შეეცადა თავისი შეხედულებებლი და გრძნობები იმდენად ცხადად გამოეხატა, რომ არ განერისხებინა საკუთარი მეფე, რომლისთვისაც თავს უყოყმანოდ გაწირავდა, როგორც კი ეს საჭირო გახდებოდა.ავთანდილმა იცოდა, რომროსტევან მეფე ბოლოს აუცილებლად გაუგებდა.ის წერს მას:„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ, ამას ჩემსა განზრახულსა“-ო.იგი გულახდილია, რადგან “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერემე სულსა“. სწორედ ამიტომ, ავთანდილს არ შეუძლია, არ შეასრულოს მიცემული პირობა და არ დაბრუნდეს ტარიელის საძებნელად. ავთანდილისთვის ვაჟკაცობა დასახელი ძალიან მნიშვნელოვანია: „ჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“.მაშინ, როდესაცსიკვდილს მაინც ვერ დაიჭერს ვერც კლდოვანი და ვერც ვიწრო გზა, „ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“. ჩემი აზრით, ადამიანს ამ ქვეყნიდან სიკეთის მეტი არაფერი არ მიაქვს. ყველაფერი წარმავალია მარტო ჩვენი სახელი რჩება. ჩვენ ხომ ამ ქვეყნად ერთხელ ვართ მოსულები და ვერასდროს მოვაბეზრებთ ერთმანეთს თავს.მთავარია სასუფეველში დავიმკვიდროთ ადგილი. ძალიან ბევრი პოეტი და მწერალი წერდა ლექსებსა თუ პოემებს სახელთან დაკავშირებით.მაგალითად არის ასეთი გამონათქვამი სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. შეიძლება ადამინას არ გქონდეს დიდი ქონება და არ ცხოვრობდე ფუფუნებაში მაგრამ გქონდეს ის რაც არ აქვს ბევრ მდიდარსა და ფუფუნებაში მყოფ ადამიანს. სიტყვა სახელით შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი რამ რისი გადმოცემაც უბრალოდ წერილობით არ შეიძლება.
ამრიგად,სახელის მოხვეჭა ყოველ მატერიალურ სიმდიდრეზე მნიშვნელოვანია, რადგან სიკვდილის შემდეგ არავინ დაგაფასებს თუ არ გექნა სახელი. სახელი რომელსაც შენი მოქმედებებით,კეთილი საქმეებით, სულგრძელობით მოიხვეჭ,სჯობს სახელი გქონდეს და სახელისათვის იბრძოლო მთელი ცხოვრება ვიდრე"ყოვლისა მოსახვეჭელსა" ანუ ბევრი სიმდიდრე მოიპოვო და უსახელოდ წახვიდე ამ ცხოვრებიდან. ანუ მაგის აზრი ისაა რო სახელი ყველაფერს სჯობს!