წარსული და რეალობა ესე "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში"-ის მიხედვით (შეიძლება გამოგადგეთ)

წარსული და რეალობა ესე "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში"-ის მიხედვით (შეიძლება გამოგადგეთ)

კითხვა N995799 0 პასუხი მეცხრამეტე საუკუნე იმითაა გამორჩეული, რომ იმატა ქართველი პოეტების რომანტიკოსებად ჩამმოყალიბებამ,რომანტიკოსები წარსულს აიდიალებდნენ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ აწმყოს მიმართ,როგორც ვიცით,გრ.ორბელიანი ცნობილი რომანტიკოსი პოეტია,რომელიც წარსულს ადიდებს და დღევანდელ დღეზე წუხს,რასაც კარგად გამოხატავს თავის ლექსში "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში",იგი წარსულს ადარებს ტკბილ სიზმარს და წერს "არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას ", პოეტს სურს , რომ საქართველო ისეთივე ძლიერი და გაბრწყინებული იყოს, როგორიც თამარის დროს იყო, ამიტომ იგი მეფეს მიმართავს შემდეგი სიტყვებით:"შენადვე,მეფევ,მოველ ვედრებით, მოხედო ბედკრულს შენს სატრფოს-მამულს " კვლავ აღსდგეს და დადგეს "ერად სხვა ერთა შორის ",სურს, რომ რუსთაველისნაირი ადამიანების ხმა კვლავ ესმოდეს ქართველებს "მაგრამ ცად თვალი გაქვს მიქცეულნი,და მე ვეღარ მცნობ გულს-შემუსვრილსა". გრ.ორბელიანს იმედი აღარ აქვს, რომ სამშობლოს ისევ გაბრწყინებულს ნახავს და ემდურის წუთისოფელს " ჰე , ცრუ სოფელო, დაუნდობელო,შენში კეთილი სად არს ფერუცვლელ?". პოეტი წუხს რეალობით "ნუთუ ესღა გვაქვს, ვხედავთ რასაცა",დაყრუებულს,გზა მიუვალს,უდაბურ ტყეში დარღვეულ ტაძარს,სადაც თმარ მეფის სახე ძველ კედელზე ჩანს გამოხატულად. ამრიგად,გრ.ორბელიანი უკმაყოფილოა აწმყოთი და მისტირის წარსულს და სურს რომ ნახოს საქართველო ისეთივე გაბრწყინებული და დიდებული,როგორიც იყო თამარ მეფის დროს,მაგრამ იგი ამას პესიმისტურად უყურებს და შეუძლებლად მიაჩნია მიაჩნია ძველი დიდების დაბრუნება, ორბელიანი ეგუება მწარე რეალობას.