ტომი მარტორქა(story time)

ტომი მარტორქა(story time)

კითხვა N997301 0 პასუხი რას ვეძახით ჩვენ უცნაურს? ალბათ რაღაც ისეთს რაც ჩვენს ცნობიერს „სიახლედ“ მიაჩნია. თუმცა ეს დროიებითია, ყველაფერი ახალი გარკვეული დროის შემდეგ ძველი ხდება, ძველი შემდეგ დავიწყებული, შემდეგ ისევ გახსენებული, შემდეგ გამეორებული, და ბოლოს ისევ ახალი. ასე დაემართა ჩვენს მლოცველ მარტორქასაც, მისი ნამდვილი სახელი ტომი იყო, თუმცა მისი მკაცრი გამომეტყველებისა და უცნაური ფორმის ცხვირის გამო ყველა მარტორქას ეძახდა. ტომს ჩვეულებრივზე ოდნავ ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, დადიოდა სკოლაში, საუკეთესოდ არ სწავლობდა, გენიოსი არ იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ცხოვრებისეული მოვლენა მას სხვებზე მეტად ესმოდა. როდესაც ისტორიებს ისმენთ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე, იგი უფრო საინტერესო გეჩვენებათ, მაშინ როდესაც მთავარი გმირი მარტოსულია, დრამატული, მეგობრები არ ჰყავს, არც მშობლები და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტომს ნორმალურზე კიდევ უფრო ნორმალური ბავშვობა(ანუ წარსული) ჰქონდა. ქუჩაში მეგობრებთან იმდენივე დროს ატარებდა, რამდენსაც მისი თანატოლები. სპორტითაც იყო დაინტერესებული,მოყვარულის დონეზე რათქმაუნდა(რაც თავისუფალი, ანუ მსუბუქი წესებით ქუჩაში ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშით გამოიხატებოდა. სიგარეტსაც ეწეოდა და ალკოჰოლსაც სვავდა, ოღონდ მშობლებისგან მალულად რათქმაუნდა(დიახ მშობლები ყავდა: დედა და მამა, და არა მამა და მამა, ან დედა და დედა, ან დედა, დედა და მამა, ან მამა, მამა, მამა და ენოტი). მოკლედ ტომის წარსული დამთრგუნველად ნორმალური იყო, თუმცა მომავალი კაცმა არ იცის როგორი... ერთ დღესაც ეზოში შეკრებილმა მეგობრებმა ტომს დაუძახეს, ტომმი მალევე გაჩნდა მათთან, ვინაიდან მან დაიგვიანა მეკარეობამ შესაბამისად მას მოუწია. ტომი ყველაფერს კარგად ართმევდა თავს, თუმცა მეკარეობა მისთვის მთლად ხელსაყრელი პოზიცია არ იყო. მისი მოუქნელი ხელების წყალობით ხშირად ბურთს ან ტანით იგერიებდა ან სახით. ასე მოხდა ახლაც, დიდი სისწრაფით და სიძლიერით მომავალი ბურთი ტომს ხელიდან აუსხლტა(უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვერც კი მოასწრო შეხება) და პირდაპირ სახეში მოხვდა. ტომის ხედვისს არეში ვარსკვლავებმა დაიწყეს წრეზე ცეკვა, შემდეგ კი სიბნელე ჩამოწვა, სიბნელემ ყველაფერი შთანთქა. ტომი ძირს დაეცა, მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს და ტომი საავადმყოფოში გადაიყვანეს...თუმცა მისი გადარჩენა ვეერ მოახერხეს. ბიჭს თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული...ამ ამბავმა ყველა შეზარა, განსაკუთრებით კი ჩვენი ტომი... დიახ! ტომი! იგი გაოგნებული უყურებდა თავის სახეაწითლებულ გვამს, რომელსაც უცნაური ფორმის ცხვირი კიდევ უფრო უცნაური გახდომოდა. ვერ აცნობიერებდა თუ რა ხდებოდა, როგორ შეეძლო საკუთარი თავისთვის ისე შეეხედა თითქოს სხვა ყოფილიყოს, უეცრად მისი მშობლები გამოჩნდნენ, ტიროდნენ, ყვიროდნენ, შემდეგ ტომის გვამს მიუახლოვდნენ და ყოველგვარი ემოიციათა მიერ გამოწვეული ხმაურობა, გაასმაგდა, ან გაათასმაგდა. ტომი კიდევ უფრო დაიზაფრა, გადაწყვიტა მშობლებისთვის ეცნობებინა, რომ ის იქ იყო, თუმცა ის ვერც ხმის ამოღებას ახერხებდა და ვერც გამოძრავებას, გადაწყვიტა ხელი მათკენ გაეშვირა, თუმცა ვერც ხელს გრძნობდა და ვერც სხეულის სხვა რომელიმე ნაწილს, ის კი არა ვერაფერს ხედავდა, თითქოს მხოლოდ თვალები ყოფილიყოს. ტომმი არაფრის გრძნობასთან ერთად კიდევ და კიდევ უფრო ღრმად იძირებოდა ისეთ გრძნობაში რაც ყველა გრძნობაზე უფრო მტკივნეულია...ეს იყო სიცარიელე...და აი იმ წამს, როდესაც ტომმა გააცნობიერა, რომ სრულიად „დაცარიელდა“ მის თავსზემოთ რაღაც სინათლის სხივი გაჩნდა, წამიერად ეს სხივი გაძლიერდა და მთელი ოთახი გაანათა. მისი მშობლები ალბათ ვერ ხედავდნენ ამას რადგან მათ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, ისევ განაგრძობდნენ ტომის გვამზე ქვითინს... სინათლის სხივი წრიულად დატრიალდა და ტომის შეწოვა დაწიყო, მას უნდოდა ეყვირა თუმცა, ვერ ხვდებოდა თუ როგორ გაეკეთებინა ეს... სინათლემ ტომი მთლიანად ჩაითრია და თითქოს საწრუპი მილში გაატარა, ტომი ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, ეს არც სინათლე იყო და არც სიბნელე, თუმცა მის პირდაპირ რაღაც წრიული, კი ნამდვილად სინათლე იყო. ტომი მისკენ მიექანებოდა, როგორც ჩანს გასასვლელი იყო. უახლოვდებოდა და ტომიც ივსებოდა ამოუცნობი აღფრთოვანებულობის გრძნობით, რომელიც უმიზეზო და უმიზნო იყო, ცოტაც და ტომი მარტორქა რაღაცას მიაღწევდა. ისეთ რაღაცას რის მნიშვნელობა ჯერ ერთი, რომ არ იცოდა და მეორეც, რომ არც კი აინტერესებდა...სულ ცოტაც და...ვიღაცამ მოგუდული ხმით იყვირა: „მარტორქა მშობიარობს!“