თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ მაგრამ...

თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ მაგრამ...

კითხვა N997328 2 პასუხი არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვთ-უსაყვედურა თეთრ მოსასხამში გამოწყობილმა მოხუცმა მის წინ მდგარ სამ ახალგაზრდას, პირველი წითელი სამოსით იყო შემოსილი და თმების ნაცვლად ცეცხლის ალი ულაპლაპებდა, მეორე სულ შავებში იყო, შავი შემზარავი თვალები ქონდა, და ყოველი ამოსუნთქვისას მსუბუქ, შავ კვამლს აფრქვევდა. მესამე კი შიშველი იდგა, იგი დაბნეულად უყურებდა მის წინ მდგარ მოხუცს და თავს უხერხულად გრძნობდა. -მე თქვენ ტყუილად შეგქმენით?!-განაგრძობდა მოხუცი-ნუთუ ასეთი უსარგებლოები ხართ?! ეს უნდა დასრულდეს! ახლავე წახვალთ და მომიტანთ მსოფლიოში ყველაზე საშიშ და სახიფათო იარაღს, რომელსაც ყველაფრის განადგურება შეუძლია ... ახალგაზრდები დაადგნენ თავიანთ გზებს, დიდი ხნის ძიების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ. წითლებში გამოწყობილმა რაღაც ლითონის ჯოხი მიართვა მოხუცს და თან დაურთო: -ეს გახლავთ, უძლიერესი იარაღი მთელს მსოფლიოში, მას შეუძლია წამებში მთელი სამყარო ცეცხლის ალში გახვიოს. -საინტერესოა!-წყნარად უპასუხა მოხუცმა და შავებში ჩაცმულ ახალგაზრდას ანიშნა, რომ მისი მოტანილი იარაღი ეჩვენებინა. შავებში ჩაცმულმა მოსასხამიდან სფეროს ფორმის შავი ბროლის ბურთი გამოიღო და მისი მნიშვნელობის ახსნას შეუდგა: -ამ ბურთს შეუძლია ყველაფერი შთანთქოს და გაანადგუროს... -გასაგებია-შეაწყვეტინა მოხუცმა, და ახლა მესამე ახალგაზრდას მიუბრუნდა, რომელსაც ტანზე არაფერი ეცვა და სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდა. -შენ რა მოიტანე?-მკაცრად შეხედა მოხუცმა მესამე ახალგაზრდას. -მეე? მე არაფერი -რას ნიშნავს არაფერი?!-ტონს აუწია მოხუცმა -მე ადამიანი ვარ-წყნარად უპასუხა ახალგაზრდამ -მერე? -მერე ის, რომ ადამიანი ყველაზე საშიში იარაღია მთელს სამყაროში. მოხუცს ამის მოსმენაზე გაეღიმა, დანარჩენი ახალგაზრდები ხელის მოსმით გააქრო, მესამეს მიუახლოვდა და უთხრა: -წადი შენი მოაზროვნე დედაც მოვტ&^ნო- და ისიც დანარჩენების მსგავსად მტვრად აქცია. (THE END)