რჩევა მომეცით თუ არ დაიზარებთ))

რჩევა მომეცით თუ არ დაიზარებთ))

კითხვა N997392 15 პასუხი ცოტა უაზროდ ჟღერს მაგრამ..შეყვარებული (გიო ქვია) ჩემთან იყო მოსული, ჩემი დის დაბადების დღე იყო, 5 წლის გახდა. ჩემი და გიჟდება ჩემს შეყვარებულზე, სულ ეთამაშება, რაღაცეებს უყვება. ახალ წელს ვუყიდეთ საბავშვო გოგოს ჩანთა და კიდევ რაღაც წვრილმანები, ვითომ თოვლის ბაბუამ აჩუქა(პატარაა და ძალიან სჯერა თოვლის ბაბუის, რომ უხსენებ, ლამის გიჟდება სიხარულისგან). და მოკლედ დაბ.დღის საჩუქრებთან ერთად ახალი წლის საჩუქრებიც მიურბენინა იმ დღეს ჩემმა დამ გიოს, დაათვალიერე, თოვლის ბაბუამ რა მაჩუქაო და ჩემმა შეყვარებულმა რატომღაც პირდაპირ, ზედაპირული ტონით უპასუხა, თოვლის ბაბუა არ არსებობს, მშობლები ყიდულობენ შენთვის ყველაფერსო. ჩემმა დამ ტირილი დაიწყო და ვერაფრით ვეღარ დავაჯერე არსებობს-თქო, თან ისე გულიანად ტიროდა..გიოს ნათქვამი ყველაფერი ჯერა. ჩემი შეყვარებული გაწითლდა(ჩემი მშობლებიც იქ იყვნენ) და ცდილობდა სხვა რამეზე გადაეტანა ბავშვის ყურადღება. ვერ გავიგე მისი საქციელის მიზეზი, ეკითხა მაინც, რომ ვუთხრა ხომ არ ეწყინებაო.. ცოტა არ იყოს მოუხეშავი და გაუნათლებელი ადამიანივით გამოუვიდა, არა?თუ ვაზვიადებ? 12 წლის ბავშვს ხომ არ სჯეროდა თოვლის ბაბუის, 5 წლის არის, მერე რა მოხდა? მითუმეტეს თუ ასეთ სიხარულს განიცდის ამით.. მოკლედ, გაბრაზებული ვარ მასზე და ვუთხარი კიდეც ეს, ის კიდე მეკითხება, ხომ არ გაგიჟდი, რისთვის იბუტებიო, დაქალები დამცინიან, შოზოფრენია ხომ არ გაქვსო..მაგრამ რა ვქნა, რომ ვუღრმავდები, ძაან დებილივით მოექცა ბავშვს და რაღაცნაირად წარმოდგენა მეკარგება მასზე, მგონია, რომ ისეთი არ არის როგორიც მეგონა. გთხოვთ რამე მირჩიეთ, მართლა მაინტერესებს სხვა ადამიანების აზრი, იმიტომ რომ გავერკვე მართლა ვაჭარბებ თუ არა..