ლექსი დავწერე და აზრი მაინტერესებს....

ლექსი დავწერე და აზრი მაინტერესებს....

კითხვა N997498 1 პასუხი მე, შემართული, უცნობი აზრით, და განმსჭვალული უმიზნო გრძნობით, გამოვედები სიტყვებს ხელკავით და მივეცემი დროს, ფიქრით თრობის. გადახლართული აზრების კაფვით, და დაბნეული დუმილის ფრთხობით, გზას გავიკვალავ გონების გავლით, და გულს განვიწმენდ წითელ სისოვლით. და ახლა, როცა გულიც სუფთაა, როცა გავთიშე მე გრძნობა, ყველა, იქნებ ვიპოვო ჭეშმარიტება, ნაზი, უნაკლო როგორც პეპელა. დაჩოქილ ვდგავარ უფსკრულის პირას, და როცა უნდა ჩავეშვა მასში, გაიცქრიალა მზემ, ვითარც დილას, ნათება ვიგრძენ დახუჭულ თვალში. სითბო ეამა დაბნეულ სახეს, სხივმა შეაღო გონების კარი, და მე, იმ წუთას, პირველად ვნახე, ჭეშმარიტების ასული, ქალი. სახე, ვითარცა ცისფერ ვარსკვლავი, შორით მნათობთა უკიდურ ციდან, და ოქროს ძაფით, გაუნასკვავით ამოქარგული სხეული, წმინდა. ნანატრი ვჰპოვე, ჭეშმარიტება, და ახლა უნდა ჩავიკრა გულში, ხელებით მივწვდი გამობრწყინებას, ვეღარ მაშინებს, ვარდნა უფსკრულში. მაგრამ, ხელს მოხვდა, ცარიელება, ძარღვებში ჩაქრა დუღილი, სისხლის, თვალსაც მოაკლდა მადლიერება, ჭეშმარიტების ქალწულის სხივის. ოღონდ ქალწულმა დამტოვოს არა, ოღონდ ვიცოდე, საითკენ მიდის, ორონდ არ დავრჩე მე ანაბარა, დაუსრულებელ, გამტანჯველ ფიქრის. არ შეისმინა ჩემი გოდება, უფსკრულის პირას შემოვრჩი მარტო, გალეშილ გლახის წამობოდება, სულ მთლად დაფლითა და უკუაგდო. აღარ ყოფილა გზა, ამის მეტი, იმედი დადნა, გულზე სანთელად, ფიქრის უფსკრულში ჩრდილად ჩავეშვი, გაურკვევლობის გამოსარკვევად. მე, შემართული, უცნობი აზრით, და განმსჭვალული უმიზნო გრძნობით, გამოვედები სიტყვებს ხელკავით და მივეცემი დროს, ფიქრით თრობის.