დალაი ლამას ძალიან რეალური და პოპულარული ტესტი

დალაი ლამას ძალიან რეალური და პოპულარული ტესტი

კითხვა N997516 0 პასუხი ტესტის ჩასატარებლად დაგჭირდება პასტა და ფურცელი, სადაც პასუხებს ჩაიწერ. 1. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველები დააწყვე შენი მათდამი დამოკიდებულების მიხედვით (რომელიც უფრო მოგწონს. დაალაგე ჩქარა, ლოგიკური მსჯელობის გარეშე) ა) ძროხა; ბ) ვეფხვი; გ) ცხვარი; დ) ცხენი; ე) ღორი. 2. ქვემოთ ჩამოთვლილ თითოეულ სიტყვას დაუწერე თითოსიტყვიანი განსაზღვრება (ანუ რასთან ასოცირდება თითოეული მათგანი შენთვის): ა) ძაღლი; ბ) კატა; გ) ვირთხა; დ) ყავა; ე) ზღვა. 3. იფიქრე შენს ცხოვრებაში მყოფ პიროვნებებზე (ისეთზე, ვინც შენც გიცნობს)ახლა მიუსადაგე თითოეულს ქვემოთ ჩამოთვლილი თითო ფერი (არ გაიმეორო პასუხები, თითო ფერს მხოლოდ ერთი ადამიანი მიუსადაგე): ა) ყვითელი; ბ) ნარინჯისფერი; გ) წითელი; დ) თეთრი; ე) მწვანე. 4. დაწერე შენი საყვარელი რიცხვი და კვირის დღე. ახლა კი წაიკითხე შედეგები: 1. ცხოველების განლაგება: ნახე, რა თანმიმდევრობით დაალაგე ცხოველები. ეს თანმიმდევრობა შენი ცხოვრების პრიორიტეტებს აჩვენებს, ხოლო ქვემოთ წაიკითხე, რას ნიშნავს თითოეული ცხოველი. ძროხა – კარიერა ვეფხვი – სიამაყე/ავტორიტეტი ცხვარი – ფლირტი ცხენი – ოჯახი ღორი – ფული 2. შენ მიერ აღწერილი ძაღლი – როგორც აღიქვამ საკუთარ თავს. კატა – ის თვისება, რომელიც არ მოგწონს საყვარელ ადამიანში. ვირთხა – ადამიანი, რომელიც ხშირად გემტერება. ყავა – რამდენად სექსუალურად მიიჩნევ თავს. ზღვა – შენი ამწუთიერი სულიერი მდგომარეობა. 3. ყვითელი – ის ადამიანია, რომელზეც ვერ კი წარმოიდგენ, რომ შეიძლებოდა არასდროს გაგეცნო. ნარინჯისფერი – ის ადამიანია, რომელსაც ემეგობრები. წითელი – ის არის, ვინც ნამდვილად ძლიერად გიყვარს. თეთრი – შენი მსგავსი სულია. მწვანე – ის არის, ვისაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოიგდებ გონებიდან. 4. ეს შენი ბედნიერი რიცხვია. შენი არჩეული დღე კი ის დღეა, როცა ყველაზე პოზიტიური გეგმები გესახება.