გეხვერწებით დამაწერიეთ თანამედროვე ენით

გეხვერწებით დამაწერიეთ თანამედროვე ენით

კითხვა N998050 1 პასუხი განვიდა მეფე მირიან ნადირობად მუხნარით-კერძო,და მოუხდა უჩინო იგი მტერი,ეშმაკი,და შთაუგდო გულსა სიყვარული კერპთა და ცეცხლისა;და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახვილითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა.და რქუა მეფემან ოთხთა თანამზრახველთა მისთა: -ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა,რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშვით ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა:რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკვირველებათა მათ.აწ ესე არს განზრახვა ჩემი,რათა ბოროტან მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა;ვამხილოთ ნანას,ცოლსა ჩემსა,შენანება და დატეობა სჯულისა ჯუარცმულისასა,და თუ არა მერჩდეს დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათავე თანა წარვწყმიდო იგიცა. და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანამძრახველთა მათ. ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთსასა მარალსა,რათამცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ.განვიდა თხემსა მთსასა.შუა-სამხრისა ოდენ დაბნელდა მზე მტასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი,უკუნი,და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა.