ბრძენი ვირი

ბრძენი ვირი

კითხვა N981857 0 პასუხი ერთ გლეხს ვირი ჩაუვარდა ჭაში. პატრონი ჩაფიქრდა: როგორ ამოეყვანა იქიდან თავისი ვირი? შემდეგ კი იფიქრა: „ჩემი ვირი ბებერია უკვე, დიდი დღე აღარ უწერია. მაინც ახალი, ახალგაზრდა ვირის ყიდვას ვაპირებდ. ეს ჭაც თითქმის დამშრალია. დიდი ხანია მის ამოვსებას და ახალი ჭის ამოთხრას ვაპირებდი. რატომ უნდა გავაკეთო ორი საქმე ერთად? ვირსაც დავმარხავ და ძველ ჭასაც ამოვავსებ.“ გლეხმა მეზობლებს დაუძახა, რომ ჭის ამოვსებაში დახმარებოდნენ. მათაც ერთობლივად მოჰკიდეს ხელი ნიჩბებს და დაიწყეს ჭის ამოვსება. აღშფოთებულმა ვირმა დაიყროყინა და უცებ, ყველას გასაკვირად, ჩაჩუმდა. გლეხმა ქვემოთ ჩაიხედა და გაოცდა. ვირი იმიტომ არ ყროყინებდა, რომ საქმით იყო დაკავებული: ის თავის ზურგზე დაყრილ მიწას იფერთხავდა და ფეხებით ტკეპნიდა სწრაფად. ამგვარად, ძალიან მალე ვირი ზემოთ ამოვიდა და გადმოხტა. თითოეულ ჩვენგანს ტალახი გვეცემა ცხოვრებაში. შეიძლება ხმამაღლა ვიყვიროთ და აღვშფოთდეთ, მაგრამ სხვა გზაც ხომ არსებობს... !!!...!!!... მაააშ ...