• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

მირჩიეთ რაა:((

გამარჯობა:)) ძაან მჭირდება რა რჩევა. მოკლედ ვარ 19 წლის. გავიცანი ერთი ბიჭი ინტერნეტით მერე შევხვდი და მოკლედ ძაან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. არვარ ეს ცანცარა და არასერიოზული გოგო როგორც ჩემი ტოლები არიან. აქამდე არავინ მყვარებია და აი ვხვდები რომ მიყვარდება. ძაან განსხვავებულები ვართ თუმცა კარგად ვუგებთ. მე მუდამ სერიოზული ის მუდამ კარგ ხასიათზე. უბრალოდ აღმოჩნდა რომ მე რომ მეგონა 25 წლის ყოფილა ბევრად მეტის. ასაკი არ ეტყობა არც გარეგნულად არც ხასიათით. პირიქიტ მგონია ზოგჯერ რომ მევარ დიდი. მოკლედ ამდენი რისტვის ვილაპარაკე არის 12 წლით დიდი.არ ვიცი რა ვქნა ვუთხრა ოჯახს თუ დავმალო. 3 ძმა მყავს და უფროსი მაგისხელაა ფაქტიურად მაგან გამზაედა და არვიცი როგორ მიიღებს. წინასწარ მადლობა ვინც წაიკითხავტ:)) იმედია აზრს გამოიტანთ
7 დღის წინ 77 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • მე რომ ქალიშვილი მყავდეს პირველ რიგში ვურჩევდი, გახდეს დამოუკიდებელი. მიყვარდება, მიყვარს, ამ მხრივ თავის დაკარგვა გოგოებს კარგად გეხერხებათ, თავიდან ყველა ფიქრობს, რომ წინ ბედნიერი და კარგი ცხოვრება ელის, მაგრამ ხშირად პირიქითა, იმის თქმა მინდა, რომ ყველანაირი ცხოვრებისეული სირთულებისთვის მზად უნდა იყოთ. შენ თუ ხარ მზად? ეს კითხვა დაუსვი საკუთარ თავს. გარდა ამისა ასაკი ახლა არ ჩანს, მოვა დრო და გამოჩდება, მზად ხარ ასაკობრივი მინუსები სიხარულით მიღო? მოკლედ ოჯახის წევრების რჩევა დარიგება გაითვალისწინე, თუ ფიქრობ, რომ უფროსებზე და ოჯახის წევრებზე მეტი გაგეგება ან იცი, მაშინ ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ მიგაჩნია. ეგ ტყუილი ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება, ესეც იცოდე. პირდაპირ შელამაზების გარეშე დავპოსტე, რისთვისაც დიდი ბოდიში :)
    0
    0
  • აი მართლა არ აქვს მნიშვნელობა 12 წლის სხვაობას. მთავარი ისაა, ზუსტად დარწმუნდე ''ის'' არის თუ არა. გიყვარს და უყვარხარ თუ არა...... დანარჩენზე რა ლაპარაკია?! ამ შემთხვევაშიც არის რაღაც ზღვარი, მაგრამ 12 წელი არაფერია. მითუმეტეს თუ ეწყობით და კომფორტულად ხართ ერთმანეთთან. ოჯახიც ალბათ მიიღებს, რომ დაინახავს, რომ ნამდვილად უყვარხარ და გიყვარს. ნუ ცოტა დაიცადე. ნუ ისეთი რჩევა ვერ მოგეცი.... წარმატებები და ბედნიერება :))))
    0
    0
  • მადლობა დიდი ორივეს რჩევას გავითვალიიწნებ აუცილებლად.მართალია სიმართლე მაინც გამჟღავნდება და სჯობს ჩემგან გაიგონ :)
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
58 ქულა
18 ქულა
15 ქულა
13 ქულა
12 ქულა
7 ქულა
7 ქულა
6 ქულა
6 ქულა