ძალიან მჭირდება დახმარება

ძალიან მჭირდება დახმარება

კითხვა N982202 0 პასუხი გამარჯობათ, მე ახლა შემოგიერთდით, უცხო ადამიანების აზრი მაინტერესებს, რადგან ახლობლებში სამწუხაროდ არავინ მყავს ისეთი, ვისთვისაც ამის კითხვა მინდა. მაინტერესებს, თუ გაიგეთ, რომ თქვენი შეყვარებული, რომელიც ძალიან გიყვარს და რომელსაც ძალიან უყვარხარ (ამაში უკვე ეჭვი მეპარება), სამი კვირის განმავლობაში სასიყვარულო მესიჯებს სწერდა სხვა გოგოს, თუმცა სხვა მეტი არაფერი ქონდა, აპატიებდით? გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ და სულ სხვა სულიერი კავშირი გვქონდა. ალბათ გეცინებათ ამას რომ ვამბობ, მაშინ რაღატო გიღალატაო, იფიქრებთ, მაგრამ მენდეთ, სულელი პატარა ბავშვი არ ვარ და ყველაფერს ვაცნობიერებ, ძალიან გთხოვთ, გულწრფელად მიპასუხეთ. გმადლობთ