კითხვა N9927198 პასუხიდღეს ძალიან შემომიტია სიყვარულმა..ბევრი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით, დადებითი თუ უარყოფითი. მე დავწერე მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მინდა რომ გაგიზიაროთ, მოკლედ:
სიყვარული სათნოებაა და ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას წარმოადგენს. სიყვარული ძალიან ფართე მცნებაა. ადამიანი სიყვარულისთვის იბადება. დედამიწა არ არის სამოთხე, სამართალი პურს ბოლომდე ვერ ჭამს იმიტომ, რომ ჩვენი "გაუკუღმართებული" ნება, რომელიც ღვთის ნებასთან თანხვედრაში არ არის, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ბევრი ვართ და ამიტომ ვიღებთ იმას, რასაც რეალურად ვიმსახურებთ, რადგან სამართლის ზეობა დედამიწაზე არ არის. ადამიანი ღვთის ხატია, რომელიც თავის თავში ატარებს მარადისობას. ადამიანი მარადისობის გარეშე არ არსებობს. "სიყვარული" - ყვავილია, რომელსაც წყალი სჭირდება. ეს წყალი კი ღვთის მადლია, რომლის გარეშეც ყვავილი ხმება. სიყვარული ყოველთვის წმინდა და ამოუცნობია და სწორედ ამ მარადიულ გრძნობას სჭირდება მოფრთხილება. სიყვარულს მატერიალური ფუფუნება არ სჭირდება, სიყვარულს თავისუფალი, სუფთა ადამიანური გული სჭირდება. ჯერ უნდა იცოდე რა არის სიყვარული, რომ იცოდე უნდა გწამდეს, რომ გწამდეს უნდა განიცადო. სიყვარულის უღიარებლობა ცოდვაა. სწორედ სიყვარულის ძალა გვაძლევს ფეხზე მყარად დგომის საშუალებას. თუ ცუდი რამ გემართება სხვას არ უნდა დააბრალო, საკუთარ თავს უნდა ჰკითხო - რატომ ? იმიტომ კი არ გრძნობ დარტყმას, რომ სძულხარ, არამედ იმიტომ რომ, ასე მაინც მიხვდე თუ სად უშვებ შეცდომას. ნათქვამია: ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. ყველაზე დიდი ტკივილის შემდეგაც მოდის სიყვარული. თანამედროვე ცივილიზაცია, რათქმაუნდა ძალიან შორსაა იდეალური სიყვარულისგან, მაგრამ ის ბევრად ჰუმანურია, ვიდრე 500 წლის წინ იყო.
ებნერშეინბახი ამბობდა: "სიყვარული - წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი". ამიტომ შეიყვარეთ, განიცადეთ, იწამეთ.
უღრმესი მადლობა თქვენ, ვისაც დააინტერესა და ყურადღებით გაეცნო ამას. თქვენი აზრი მაინტერესებს ამასტან დაკავშირებით, ამიტომ გთხოვთ გამიზიარეთ. ))