ვერ გავიგე რა მემართება...

ვერ გავიგე რა მემართება...

კითხვა N994986 8 პასუხი წელიწად ნახევარი მყავდა პარტნიორი, რომელთანაც ვატარებდი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს. არ მიყვარდა, მაგრამ მსიამოვნებდა მასთან ერთად დროის გატარება.. მოხდა ისე რომ დავშორდით.. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიცანი პიროვნება რომელიც შემიყვარდა.. ხუთ წელი იქნება რაც ერთად ვართ... იშვიათად ასე 2-3 თვეში ერთხელ მესიზმრება ის პიროვნება.. განვიცდი მონატრების მაგვარ გრძნობას, არც კი ვიცი ეს მონატრებაა თუ სხვა რამ.. ვერ ვერკვევი საკუთარ თავში. რატომ მემართება ასე.. ვერ ვივიწყებ თუ რა ხდება ჩემ თავს არ მესმის.. მამაკაცი რომელიც ახლა ჩემს გვერდითაა, მასთან ერთად ჩვენი მომავალი წარმოდგენილი მქვს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.. მის გარეშე არც კი ვიცი როგორ ვიქნები.. რომ ვთქვათ დავშორდე და იმ პიროვნებას დავუბრუნდე არა, არ შემიძლია.. გამბედაობაც არ მეყოფა.. უბრალოდ არ ვიცი თავს რა მოვუხერხო.. იქნებ მირჩიოთ რამე...